18 ივლისი, 2016
დაივიწყეთ სილიკონი - გინდათ დიდი მკერდი გქონდეთ, ეს მცენარეები დაგეხმარებათ
ბევრი ქალისთვის პატარა მკერდი დიდი პრობლემაა და ხშირად მიმართავს პლასტიკურ ქირურგს. თუმცა ბუნებას ამ პრობლემის მოგვარებაშიც შეუძლია დახმარება.

გინდათ დიდი მკერდი გქონდეთ, ეს მცენარეები დაგეხმარებათ

ულუმბო
ეს საუკეთესო არჩევანია, თუ გინდათ მკერდი ცოტათი მაინც გაიდიდოთ.

ულუმბო ჩადეთ წყალში და გააჩერეთ მთელი ღამით. მეორე დღეს კი მკერდი ამ წყლით დაიზილეთ - სულ ეს არის, რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ. ულუმბოს ნებისმიერ ფიტოაფთიაქში შეიძენთ.

ანისული
ეს ჩინური ბალახი მდიდარია კომპონენტებით, რომლებიც აჩქარებენ მკერდის ზრდას, ამიტომაც რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ.

ფენჰელი
ფენჰელი, ანუ დიდი კამა, ასევე საუკეთესი საშუალებაა მკერდის გასაზრდელად. ის შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ასტიმულირებენ სარძევე ჯირკვლების ზრდას და რძის გამომუშავებას მეძუძური დედებისთვის. გარდა ამისა, ფენჰელი მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც აძლიერებენ ესტროგენების სეკრეციას, ამცირებენ მუცლის ტკივილის შეტევებს ჩვილებში.

ძირტკბილა
შეიცავს იმავე ნივთიერებებს, რასაც ფენჰელი და შესაბამისად, იგივე ეფექტი აქვს.

პუერერია
ეს ბალახი ტაილანდში ხარობს და ყველაზე ხშირად იყენებენ ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკურ საშუალებებში. ასევე, აქტიური ინგრედიენტის სახით, ხშირად იყენებენ მკერდის ზრდის მასტიმულირებელი აბებისთბის.

ოროვანდი
ოროვანდის გამოყენება აძლიერებს სისხლის ნაკადს სარძევე ჯირკვლების ქსოვილში რაც აუმჯობესებს სასქესო ორგანოების მუშაობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS