18 ივლისი, 2016
4 მიზეზი, რომ დღეს ადამიანს ინსულტი მოუვა
ალბათ ხშირად გიფიქრიათ, თქვენი ახლობელი ადამიანისთვის დახმარება დროულად რომ აღმოგეჩინათ, შესაძლოა დღეს ცოცხალი ყოფილიყო.

როგორ ხდება ეს?

გთავაზობთ 4 აშკარა ნიშანს იმისა, რომ ადამიანი ინსულტის საფრთხის წინაშე დგას:

1. ახლობელ ადამიანს, რომელშიც ეჭვი შეგაქვთ, თხოვეთ ფართოდ გაღიმება. დაავადებული პირი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს ან ძალიან გაუჭირდება.

2. სთხოვეთ მას გაგიმეოროთ რაიმე ელემენტარული, ეცადეთ წინადადება ორ სიტყვაზე მეტს შეიცავდეს. გაიმეოროს, ნათლად და გარკვევით: "წავბორძიკდი, მაგრამ კარგად ვარ, ნუ ინერვიულებთ".

3. სთხოვეთ ხელები თავზე დაიწყოს. ავამდყოფი ადამიანი, ამ დავალების შესრულებას
მხოლოდ ნაწილობრივ შეძლებს.

4. სთხოვეთ გამოყოს ენა. თუ ენას ვერ იმორჩილებს და უმრუდდება, სასწრაფოდ წაიყვანეთ საავადმყოფოში.

თუ საშიში ჯერ კიდევ არაფერია, მაგრამ თქვენი ახლობელი ადამიანი ხშირად უჩივის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და მხედველობის მოულოდნელად დაკარგვას - სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი, რადგან რამდენიმე საათში მდგომარეობა გაუარესდება.

კარდიოლოგების თქმით, თუ ამ ნიშნების შესახებ 10 ადამიანს მაინც გაუმხელთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ერთხელაც მინიმუმ 1 ადამიანს გადაარჩენთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS