17 ივლისი, 2016
რა უნდა გააკეთოთ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად - სულ რაღაც 30-წამიანი პროცედურები
ეს მარტივი რჩევები გაგიადვილებთ სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას:

არასოდეს დაიძინოთ მაკიაჟით. ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება საკუთარ სახის კანს გაუკეთოთ.

გაწმენდის შემდეგ სახეზე თითის ბალიშებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კუნთებს და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.

არასოდეს გამოირწყოთ მუწუკები, ამით მხოლოდ გააუარესებთ მდგომარეობას.

არ შეეხოთ სახეს ჭუჭყიანი ხელებით, ხელებზე ბაქტერიები და მიკრობები ბინადრობენ.

მიირთვით კანისთვის სასარგებლო პროდუქტები.

კრემი თვალების ირგვლივ შეინახეთ მაცივარში.

ხშირად გამოიყენეთ სახისთვის ბუნებრივი ინგრედიენტები, მაგალითად, ქოქოსის ზეთი, შვრიის ფანტელები, შაქარი,
ზეითუნის ზეთი, ჩაი.

ხშირად გაწმინდეთ საკუთარი მობილური ტელეფონი, რომ დაგროვილი ბაქტერიები სახეზე არ გადავიდეს.

სახისთვის და თმისთვის აუცილებლად სხვადასხვა პირსახოცი უნდა გქონდეთ.

რეგულარულად გამოიცვალეთ საწოლის თეთრეული.

ყურადღება მიაქციეთ აკნეს - ის ცდილობს გითხრათ, რომ ორგანიზმში რაღაც რიგზე არ არის. შესაძლოა პრობლემები ღვიძლს უკავშირდებოდეს. თუ გამონაყარი ნიკაპთანაა, ესე იგი საქმე ჰორმონალურ დისბალანსს ეხება.

დალიეთ ბევრი წყალი. მიირთვით ორგანული საკვები.

რეგულარულად გაიწმინდეთ კანი და მოიშორეთ მკვდარი უჯრედები.

გამოიყენეთ კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებები. ქიმიური კოსმეტიკა ხშირად აღიზიანებს კანს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS