15 ივლისი, 2016
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები - რატომ უნდა ჭამოთ ხილი და თევზი
პიგმენტური ლაქების მიზეზი შეიძლება იყოს ორსულობა, მზეზე დიდხანს ყოფნა, დაბერების პროცესი, მემკვიდრეობითობა. თუმცა, შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს. ლაქები დროთა განმავლობაში შეიძლება გამუქდეს და გადიდდეს კიდეც.

გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ პიგმენტური ლაქების გაღიავებასა და გაქრობაშიც კი.

ინგრედიენტები:

1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.

2 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი.

რძე.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღბის წასმის წინ სახის კანი კარგად გაისუფთავეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ თბილი
წყლით ჩამობანეთ. უკეთესი შედეგისთვის, სასურველია, ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ.

პიგმენტური ლაქების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოერიდოთ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას. არ დაივიწყოთ შლაპა, მზის სათვალე და მზისგან დამცავი კრემი.

მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული და თევზი.
დღეში 6-8 ჭიქა წყალი მაინც დალიეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS