ფეხების დასივება შეიძლება მტკივნეული იყოს, ამ დროს საჭიროა დაწვეთ და ფეხები 30 სანტიმეტრით მაღლა ასწიოთ.
გარდა ამისა, დაგეხმარებათ ოხრახუშის ჩაი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა დასივებული ფეხების სამკურნალოდ, რადგან ის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის.
ოხრახუში ბუნებრივი შარდმდენი საუალებაა. ის მდიდარია კალიუმით და სხვა ხელოვნური შარდმდენებისგან განსხვავებით, რომლებიც ორგანიზმიდან კალიუმს
დამტკიცებულია, რომ ოხრახუში არა მარტო აუმჯობესებს შარდის გამოყოფას, არამედ აწესრიგებს არტერიულ წნევას.
თუ ფეხები დასივებული გაქვთ, დალიეთ ოხრახუშის ჩაი:
ოხრახუში ფესვებიანად წვრილად დაჭერით, კარგად აურიეთ. 500 მილილიტრი წყალი კარგად აადუღეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაყარეთ მასში 5 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 20 წუთით, გადაწურეთ და დალიეთ 3-ჯერ დღეში.
შედეგს მალე იგრძნობთ.
სოფიო ბულაური