ამ დიეტის დროს რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ყველი, ალკოჰოლი, გადამუშავებული ხორცპროდუქტები, ენერგეტიკული სასმელები, ნახშირწყლები. გარდა ამისა, ყოველდღე უნდა დალიოთ ორი ფინჯანი ჩაი და ორ ლიტრი წყალი.
შეზღუდეთ ცხიმის, სანელებლების, ძმრისა და მარილის გამოყენება.
არ დაივიწყოთ ფიზიკური ვარჯიში.
და კიდევ: ეს დიეტა უნდა დაიცვან მხოლოდ ჯანმრთელმა ადამიანებმა. არ არის რეკომენდებული დიაბეტის, კოლიტის, თირკმლებისა და ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევაში.
შემოგთავაზებთ ანანასის დიეტის ნიმუშს:
საუზმე:
ნატურალური ანანასის წვენი,
შუადღეზე დალიეთ ნატურალური ანანსის წვენი და მიირთვით მწვანე სალათა.
სადილი:
4 ნაჭერი ანანასი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, ღუმელში შემწვარი თევზი ან ქათმის ხორცი, მწვანე სალათა.
სამხარი:
ანანასის წვენი, 1 ვაშლი.
ვახშამი:
2 ნაჭერი ანანასი, 1 ფინჯანი მეტეორიზმის საწინააღმდეგო ჩაი, 50 გრამი მოხარშული ბრინჯი.
ამ დიეტის ძირითადი მიზანი ორგანიზმის დეტოქსიკაციაა, რასაც თავისთავად მოჰყვება ზედმეტი წონის დაკარგვა. კარგი იქნება, თუ დიეტის გარეშეც ანანასს ხშირად ჩართავთ საკუთარ მენიუში. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფორმა, დაიკმაყოფილოთ ტკბილის მოთხოვნილება და შიმშილის გრძნობა.
სოფიო ბულაური