14 ივლისი, 2016
როგორ ლამაზდებოდნენ საბჭოთა ეპოქაში - კეთილი მეგობარი სარეცხი საპონი
სარეცხ საპონს ჰიგიენური და სამკურნალო თვისებებთან ერთად კოსმეტიკური თვისებაც აქვს. მართალია, დღეს ამ მიზნით მისი გამოყებება არ არის რეკომენდებული, მაგრამ წლების წინ ის საკმაოდ აქტუალური იყო.

სარეცხი საპნით თავის დაბანა სასარგებლოა როგორც თმის, ისე თავის კანის ჯანმრთელობისთვის. თმა ხდება სქელი და ელასტიკური, ქრება ქერტლი. ოღონდ სარეცხი საპნით თავის დაბანის შემდეგ, თავის კანი რომ არ გამოშრეს, აუცილებლად ძმრიანი წყალი უნდა გადაივლოთ.

შეგიძლიათ კვირაში ორჯერ სახე სარეცხი საპნით დაიბანოთ. დაბანის შემდეგ სახეზე ჩვეულებრივი საბავშვო კრემი წაისვით. როგორც
ამბობენ, ეფექტი ბევრად უკეთესია, ვიდრე ძვირად ღირებული კოსმეტიკის გამოყენებისას.

დეპილაციის შემდეგ კანი რომ არ გაგიღიზიანდეთ, საკმარისია კანი სარეცხი საპნით გაიქაფოთ.

გაითვალისწინეთ: ლაპარაკია ტრადიციულ მოყვითალო-მოყავისფრო სარეცხ საპონზე და არა მის თანამედროვე "გაკეთილშობილებულ" ვარიანტებზე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS