13 ივლისი, 2016
პროდუქტები, რომლებიც სისხლის გათხელებას უწყობს ხელს და თრომბს აგარიდებთ
ინფარქტი, ინსულტი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი... რა აერთიანებს ამ დაავადებებს? მათი წარმოქმნის ერთ-ერთი საერთო მიზეზი გახლავთ - გასქელებული სისხლი. ასეთ მდგომარეობაში სისხლი თავისუფლად ვერ გადაადგილდება (განსაკუთრებით ტვინის მიმართულებით) და შესაბამისად, ფერხდება მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირება.

შენელებული სისხლის მოძრაობა შინაგანი ორგანოების ჟანგბადით შიმშილს იწვევს.
ბევრს მიაჩნია, რომ გამოსავალი სპეციალური პრეპარატებია , თუმცა ამ პრობლემისგან თავის დაცვას მარტივად შეძლებთ, თუ ოდნავ შეცვლით საკუთარ რაციონს.
მაშ ასე, რა უნდა გავაკეთოთ სისხლის უკეთესი მიმოქცევისთვის.

დალიეთ რაც შეიძლება
მეტი წყალი:

ლაპარაკია სწორედ წყალზე და არა რაიმე სხვა სითხეზე. ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. სუფთა, ნატურალური სასმელი წყალი თრომბების წარმოქმნისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა.

პროდუქტი სისხლის გასათხიერებლად:

ზეითუნისა და სელის ზეთი.

ნიორი და ხახვი.

მზესუმზირა.

ლიმონი.

თევზის ქონი.

ტომატი და ტომატის წვენი.

შვრიის ფაფა.

ჟოლო, მოცვი, შტოში, მარწყვი, ბალი.

კოჭა.

მოერიდეთ სისხლის შემადედებელ პროდუქტებს:

ხორცის ბულიონები.

ძეხვეული.

შებოლილი პროდუქტები.

თეთრი პური.

ნაღები.

ოსპი.

ცირცელი.

ბანანი და მანგო.

სხვადასხვა სამკურნალო ბალახი, მაგალითად, კრაზანა, ჭინჭარი, ფარსმანდუკი, სიმინდის ულვაში. ამიტომ ნებისმიერი სამკურნალო ბალახი უნდა დალიოთ მკაცრად რეცეპტით გათვალისწინებული დოზებით.

სისხლის შემადედებელ თვისებას მნიშვნელოვნად აძლიერებს:
მოწევა.

ალკოჰოლი.

ბევრი მარილი.

შარდმდენი, ჰორმონალური და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები. ასევე, "ვიაგრა".
რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ

შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მეტი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS