1. ენის გაწმენდა
დილით კბილების გაწმენდისას ბევრს ავიწყდება, რომ აუცილებელია ენის გაწმენდაც. იმის შესახებ, რომ ენის გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, უძველესი დროიდანაა ცნობილი. ამას ჯერ კიდევ ავიცენა ითხოვდა დაჟინებით. ამის გაკეთება შეიძლება როგორც სპეციალური ენის საწმენდით, ისე კბილის ჯაგრისით.
რატომ უნდა გავიწმინდოთ ენა?
ასე მოიცილებთ ბაქტერიებს, რომლებმაც კუჭში მოხვედრისას შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ენაზე მცხოვრები ბაქტერიები შეიძლება იყოს პირის ღრუს
2. ერთი ჭიქა ცხელი წყალი
ძილის შემდეგ მნიშვნელოვანია წყლია ბალანსის აღდგენა. დილით გააცხელეთ წყალი, ორონდ არ აადუღოთ. ჩაასხით ჭიქაში და დაუმატეთ ერთი ნაჭერი ლიმონი ან ცოტაოდენი ლიმონის წვენი. დალიეთ მცირე ყლუპებით ჭამამდე 20 წუთით ადრე.
რით არის სასარგებლო
აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ამზადებს ორგანიზმს საკვების მისაღებად.
აუმჯობესებს ნივთიერებატა ცვლას და ხელს უწყობს გახდომას.
ასუფთავებს ღვიძლს.
ლიმონი სეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას.
თაფლი ჭამის წინ
საუზმემდე 10 წუთით ადრე მიირთვით 1 ჩაის კოვზი თაფლი და დააყოლეთ წყალი. თაფლი ნატურალური და ახალი უნდა იყოს.
რით არის სასარგებლო
თაფლი ვიტამინებისა და მიკროელემენტების საბადოა. მასში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და შრომისუნარიანობას, ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს.
წყალბადის ზეჟანგის სავლები
50 მილილიტრ წყალში გააზავეთ 5-7 წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და საუზმის შემდეგ პირის ღრუში გამოივლეთ.
რით არის სასარგებლო
ღრძილებისა და კბილების დაავადებების, კარიესის საწინააღმდეგო კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
აქრობს პირის ღრუს არასასიამოვნო სუნს.
არის კბილების მსუბუქი მათეთრებელი საშუალება.
სოფიო ბულაური