12 ივლისი, 2016
რა არ უნდა გაუკეთოთ თქვენს ინტიმურ ადგილს არასდროს
ინტიმურ ადგილებში არასდროს წაისვათ კრემები ეპილაციისთვის
მსგავსი კრემები დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს და ასეთ მგრძნობიარე ადგილას შესაძლოა ძლიერი გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ წაისმევთ, კრემი ჩამოიბანეთ ისე, რომ ინტიმური ადგილის შიგნით არ მოხვდეს.

ნუ დაგავიწყდებათ შხაპის მიღების შემდეგ შეიმშრალოთ ინტიმური ადგილი
როცა ჩქარობთ, შესაძლოა კარგად გამშრალება დაგავიწყდეთ და თუ მაშინვე არც საცვალს ჩაიცმევთ, ეს ბაქტერიებისა და ინფექციის შეჭრის მიზეზი გახდება. იგივე პრინციპით, სველ საცურაო კოსტიუმს დიდხანს ნუ გაიჩერებთ.

ნუ დაკავდებით თვითმკურნალობით
ექიმთან კონსულტაციის გ
არეშე არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას ინტერნეტის საშუალებით.

არ გაიკეთოთ პირსინგი
პირსინგის გაკეთება ინტიმურ ადგილას ინფექციის შეჭრის რისკის წინაშე გაყენებთ. შესაძლოა, დაგიზიანოთ ნერვიც. ამ ადგილებში პირსინგის გაკეთება სარისკოა. სხვა ინფექციებთან ერთად, ჰეპატიტისა და აივ ინფექციების შეჭრის საშიშროებაც დგას.

ნუ ეცდებით ინტიმური ადგილის სუნის გაუმჯობესებას
ვგულისხმობთ პარფიუმერულ საპონს, სხვადასხვა სურნელოვან და არომატულ საშუალებებს. საშოს სუნი პირდაპირ არის დაკავშირებული ქალის კვებასთან და იქ არსებულ ბაქტერიებთან. თუ მიუხედავად ჰიგიენის დაცვისა, სუნი ძალიან გაწუხებთ, სჯობს ექიმს ეჩვენოთ და ანალიზები ჩააბაროთ.

ნუ ატარებთ ძალიან მჭიდრო ტანსაცმელს და სინთეზურ საცვლებს
ეს, თქვენს ინტიმურ ადგილს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ინფექციისა და ანთებითი პროცესების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS