ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ სპეციალური კოსმეტიკური გელი, რომელიც ღრმად წმენდ კანს.
გაწმენდის პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დილით და საღამოს. პროცედურა რომ უფრო ეფექტური იყოს, გელი სპეციალური ღრუბლით ან ჯაგრისით წაისვით.
დაბანის შემდეგ განი აუცილებლად დაიმუშავეთ ანტიბაქტერიული ტონიკით.
კვირაში ორჯერ მაინც უნდა ისარგებლოთ სკრაბით, რომელიც ფორებიდან ამოიღებს ჭუჭყს და კანს მკვდარ უჯრედებს მოაშორებს. შეგიძლიათ ასეთი სკრაბი თავა
თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში მარილი და სოდა და წრიული მოძრაობებით გულმოდგინედ შეიზილოთ კანში. შემდეგ სახე ტონიკით დაიმუშავეთ და დამატენიანებელი საშუალება წაისვით.
თუ შერეული კანი გაქვთ, მაშინ Т ზონაზე დამატენიანებელი, ხოლო დანარჩენ მონაკვეთზე მკვებავი კრემი წაისვათ.
ძალიან კარგ შედეგს იძლევა კალენდულის ნაყენის საფენები.
ცხვირის ზონა რაც შეიძლება ხშირად დაიმუშავეთ ლიმონის ან კიტრის ნაჭრებით.
შეგიძლიათ გაიკეთოთ კოსმეტიკური თიხის ნიღბებიც.
ნიღბების შემდეგ სახეზე ტონიკი წაისვით.
სოფიო ბულაური