11 ივლისი, 2016
მჟავე კიტრი - რატომ უნდა ვჭამოთ დღეში ერთი ცალი მაინც
მჟავე კიტრი, მართალია, გემრიელი საჭმელია და სალათებსა და ბუტერბროდებსაც ძალიან უხდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს და საოცრად დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით გონებაზე.

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არა მარტო კიტრის, არამედ ზოგადად მაჟავეულს შეუძლია ირიბად იმოქმედოს ისეთ დაავადებებზე როგორიცაა ნევროზი და განგაშის განცდა. მარინადებს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს.

რძემჟავა პროდუქტები მდიდარია პრობიოტიკებით, ამიტომ ისინი დადებითად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ დაადგინეს როგორ, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ტვინის ჯანმრთელობა
დიდწილადაა დამოკიდებული კუჭის ჯანმრთელობაზე. "სტრესულ მდგომარეობაში კომბოსტოს მწნილის მცირე ულუფას ერთი აბი ვალიუმის ტოლფასი მოქმედება აქვს", - ამბობს სპეციალისთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი რებეკა რაპი.

ასეთი დადებითი ფსიქიკური ეფექტი აქვს არა მარტო ბოსტნეულის მწნილს, არამედ მსგავს ფერმენტირებულ პროდუქტსაც. პრობიოტიკები აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ორგანიზმს საშუალებას აძლევენ უფრო ძლიერად ებრძოლოს დაავადებებს.

გარდა ამისა, რძემჟავა პროდუქტებს გაცილებით იოლად ითვისებს ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივ, ლაქტოზას ვერ იტანს.
მჟავე კიტრი დღეში ერთხელ - ეს სწროედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ სტრესულ მდგომარეობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS