მდგომარეობის შესამსუბუქებლად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
სახე
თუ სახე ძალიან გიოფლიანდებათ, წყალში გაზავებული 2%-იანი სალიცილის სპირტით გაიწმინდეთ.
ცხიმიანი კანის შემთხვევაში სპირტი და წყალი თანაბარი რაოდენობით გააზავეთ, დანარჩენ შემთხვევაში კი სპირტი ნაკლები რაოდენობის უნდა იყოს.
შეგიძლიათ, ასევე, დღეში 2-3-ჯერ სახეზე კიტრის ნაჭრები წაისვათ.
გახურებული სახე უცებ არ დაიბანოთ, ჯერ პირსახოცით შეიშრეთ და როცა გაგრილდება, ჩამოიბანეთ.
ოფლიანი სახის გაწმენდა სასარგებლოა ტუალეტის ძმრით ან
ხელები
ხელისგულების ოფლიანობის შესამცირებლად ძილის წინ მათზე 2%-იანი სალიცილის სპირტხსნარი ან რეზორცინი წაისვით. ერთ-ერთი საშუალების გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთით დაელოდეთ, ვიდრე ხელისგულები გაგიშრებათ.
იღლიები
მთავარია, იღლიები ყოველ დილა-საღამოს დაიბანოთ. გარდა ამისა, იღლიები აუცილებლად გაიწმინდეთ ტუალეტის ძმრისა და ოდეკოლონის ნაზავით. ასევე 3%-იანი ფორმალინის ხსნარით ან 2%-იანი რეზორცინის სპირტხსნარით.
თუ არჩევანს ფორმალინზე შეაჩერებთ, კვირაში 2-ჯერ მეტად არ გამოიყენოთ. იღლიების ზემოჩამოთვლილი საშუალებებით გასაწმენდად გამოიყენეთ სველი ბამბის ტამპონი, წინააღმდეგ შემთხვეავაში შეიძლება სითხემ კანი დაგიწვათ.
სოფიო ბულაური