08 ივლისი, 2016
ჟოლო - 5 რეცეპტი ჯანმრთელობისთვის
ჟოლოს ასპირინის ჩანაცვლება შეუძლია.

კენკრა, შემცველი C და P ვიტამინის წყალობით, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, სალიცილის მჟავა კი სისხლის შედედებას უშლის ხელს.

პირველად ასპირინი ჟოლოს ფოთლებისა და კენკრისგან მიიღეს.

- ანემიის შემთხვევაში დალიეთ 1/2 ჭიქა ჟოლოს ახლადმომზადებული წვენი, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

- ნერვიულობისა და გაღიზიანების დროს: 2 ს.კ. ჟოლოს დაქუცმაცებულ ფესვებსა და ფოთლებს დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი და დაბალ ცეცხლზე 30 წუთს გააჩერეთ. გაწურეთ და კვლავ ანადუღარი წყალი დაასხით. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით
ადრე, 1-3 ჭიქამდე.

- დერმატიტისა და ეგზემის შემთხვევაში: თანაბარი რაოდენობით ჟოლოს გამხმარი ფოთლები და კენკრა აურიეთ. 2 სუფრის კოვზს ნარევს დაასხით 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთს, გააგრილეთ 1 საათს და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

- ღრძილების ანთების შემთხვევაში, ეფექტურად დაგეხმარებათ ჟოლოს წვენის გამოვლება. შეგიმსუბუქებთ ტკივილს. ანთებით პროცესს მოგიხსნით ჟოლოს პიურეც, რომელიც პირში რამდენიმე წუთს უნდა გაიჩეროთ.

- ანგინის დროს, ყელი დღეში 3-ჯერ, ჟოლოს წვენით გამოივლეთ (შეგიძლიათ გააზავოთ სტაფილოს წვენში). მოგიხსნით ტკივილსა და შეშუპებას.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS