08 ივლისი, 2016
უნიკალური რეცეპტი თვალებქვეშ შავი ჩრდილების მოსაშორებლად
დაგჭირდებათ:
სალბის ბალახი, გვირილას ყვავილი (რომელსაც აფთიაქში შეიძენთ), ოხრახუში. ოხრახუში შეგიძლიათ გამხმარ მდგომარეობაშიც გამოიყენოთ.

- აიღეთ თითოეული 1-2 ჩ.კ, ჭიქა ადუღებული წყლისთვის;
- გააჩერეთ ზუსტად 2 საათს;
- გადაანაწილეთ ყინულის ფორმებში და შეინახეთ საყინულეში;
- ყინულის ნატეხები წაისვით დილით და საღამოს თვალების გარშემო.

ყვავილოვანი წყალი კანმა უნდა შეიწოვოს, ამიტომ პროცედურის შემდეგ.
არ დაიბანოთ და არც გაიმშრალოთ!

ყინულის წასმისთანავე, ჩრდილები შესაძლოა კიდევ უფრო მუქად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ - ეს მხოლოდ ყინულის წასმასთანაა დაკავშირებული, რის შემდეგაც
კანი წითლდება.

რამდენიმე წუთში ყველაფერი მწყობრში ჩადგება. სპეციალურ საფარსა და კორექტორებს მალე სამუდამოდ დაივიწყებთ.

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS