ალოე
დამწვარ კანზე ახალგამოწურული ალოეს წვენი წაისვით: თანაბარი პროპორციებით გააზავეთ ალოეს წვენი და ადუღებული წყალი. მიღებულ ნაზავში დაასველეთ ხელსახოცი, გაწურეთ და დამწვარ მონაკვეთზე დღეში 1-2-ჯერ, თითო საათის განმავლობაში ყოველ 5-10 წუთში დაიფინეთ.
კომბოსტო
დამწვარ მონაკვეთებზე მჟავე კომბოსტოს ფურცლები დაიფინეთ.
კარტოფილი
რამდენიმე კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, შემდეგ გაფცქვენით და კარგად გაქენით. შეურიეთ იმდენი
შეგიძლიათ დამწვარზე 20-30 წუთით გახეხილი უმი კარტოფილი დაიდოთ. კარტოფილის მასა დაგიამებთ ტკივილს და არ დაუშვებს წყლულების გაჩენას.
თუ მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ ცხვირი შეგიწითლდათ, უხვად მიიფრქვიეთ კარტოფილის სახამებელი.
მწვანე ჩაი
2 სადილის კოვზ მწვანე ჩაის დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ გადაწურეთ. დაასველეთ მასში ბამბის ქსივილი, დაიფინეთ დამწვარ მონაკვეთზე და გაიჩერეთ 30 წუთით. ასეთი კომპრესი სწრაფად აქრობს ტკივილსა და წვის შეგრძნებას, აცხრობს შეშუპებას.
სოფიო ბულაური