06 ივლისი, 2016
როგორ მოქმედებს ორგანიზმზე და როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოდან
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ სხვადასხვა სუნს, მაგალითად, ამიაკისას, ფიზიკური ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს კატის შარდის, მიმწვარი ფაფისა და შემწვარი თევზის სუნი.

არ ღირს ამ დროს პარფიუმერიისა და დეზოდორანტების გამოყენება - მათ ხანმოკლე ეფექტი აქვთ. უსიამოვნო სუნის სრულყოფილად გასაქრობად აუცილებელია სუნის კერას გავუმკლავდეთ.

სამზარეულო

უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად კარგად გაწმინდეთ სამზარეულოში მდგარი ნივთებისა და ავეჯის ზედაპირი, ფანჯრები, განსაკუთრებით გაზის ქურის ზედაპირი და ნაპრალები, სადაც შეიძლება ცხიმიანი შეხეფები იყოს დაგროვილი, გარეცხეთ ფარდები და ტილოები.

რაც
შეიძლება ხშირად გაიტანეთ ნაგავი და სანაგვე გარეცხეთ ნეილონის ჯაგრისით, გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: 4 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 120-240 მილილიტრი მათეთრებელი და ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი სითხე.

კარგად გააშრეთ ჰაერზე და სანაგვის ძირზე ბორაკის ფხვნილი მოაფრქვიეთ, რომ თავიდან აიცილოთ სპეციფიკური უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების გავრცელება.

"სასწრაფო დახმარება"

თუ დრო არ გაქვთ და სასწრაფოდ გჭირდებათ სამზარეულოდან უსიამოვნო სუნის მოშორება, მარტივ ხრიკს მიმართეთ:

4 ლიტრ წყალში ჩაასხით მეოთხედი ჭიქა ძმარი და აადუღეთ, ორთქლი უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS