ჩინელ ექიმებს ცხვირის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ, რა მდგომარეობაშია ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი და კუჭი.
რა გაწუხებთ?
თუ ცხირს მომწვანო-მოლურჯო ფერი გადაჰკრავს, ესე იგი მუცლის ტკივილები გაწუხებთ. მოყვითალო ფერი საჭმლის მონელების დარღვევით გამოწვეულ გაუვალობაზე მეტყველებს. ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება და სპეციალისტს მიმართეთ.
წითელი ცხვირი სისხლის მომოქცევისა და ელენთის
თუ ზედმეტად გადაიღალეთ და ძალა გამოგელიათ, ცხვირი ყავისფერი შეფერილობის ხდება. ცხვირის მუქი ფერი კი მიანიშნებებს, რომ ორგანიზმში ზედმეტი სითხე და ლორწოა დაგროვილი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს შეშუპებებითაც.
სარკის წინ
გაბუშტული ცხვირის წვერი სუსტი გულის ნიშანია. ოდნავ შესამჩნევი ღარით ორად გაყოფილი ცხვირის ფორმა გულის დეფექტებზე მიუთითებს. ცხვირის ფუძესთან ჰორიზონტალური ნაკეცი გულთან მდებარე "ჩანთის" დაავადებებზე მეტყველებს.
გამაგრებული ცხვირის წვერი ინფარქტის სიგნალია. ცხვირის ღრუს მშრალი ლორწოვანი გარსი დაავადებულ ფილტვებს ახასიათებს.
უფერო გამონადენი სითხე ორგანიზმის გადაცივებაზე მეტყველებს, სქელი ყვითელი გამონადენი კი - გადახურებაზე.
დააკვირდით და მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და ადვილად აიცილებთ გართულებებს.
სოფიო ბულაური