06 ივლისი, 2016
ცხვირის ღრუს ანთება - ებრძოლეთ მარტივი მეთოდით
თუ ცხვირის ღრუს ანთება გაწუხეთ და მედიკამენტებით მკურნალობა არ გინდათ ან ისეთ ადგილას იმყოფებით, რომ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ.

სინუსიტის, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების მიზეზი ძირითადად ვირუსებია. ამ დროს შეიძლება იგრძნოთ:

თავბრუსხვევა.

ტკივილი და საერთო დისკომფორტი.

ციებ-ცხელება.

გადაღლილობა.

ვაშლის ძმარი ეფექტურად უმკლავდება ინფექციებს. ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე, უჯრედისებითა და ანტიოქსიდანტებით.

ვაშლის ძმარი აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას, თანაც ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.

ინგრედიენტები:

½ ჭიქა სასმელი წყალი.

¼ ჭიქა არარაფინირებული ვაშლის ძმარი.

1 სადილის კოვზი თაფლი.

1 სადილის კოვზი კაენის წიწაკა.

1 ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

წყალი აადუღეთ, დაუმატეთ ვაშლის ძმარი და მოურიეთ. დააცადეთ, ვიდრე ნაზავი ოთახის ტემპერატურამდე არ გაგრილდება და დაუმატეთ თაფლი და წიწაკა. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ისევ მოურიეთ.

სასმელი დალიეთ 2-ჯერ დღეში - დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. გააგრძელეთ სმა, ვიდრე მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS