დიაბეტი
თერმოსში ჩაყარეთ 10 დაფნის ფოთოლი, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. 3 საათის შემდეგ ნაყენი მზად იქნება.
დალიეთ ნახევარი ჭიქა დაფნის ნაყენი დღეში სამჯერ, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსი 2 კვირაა. შეგიძლიათ შემდეგ 2-კვირიანი შესვენება გააკეთოთ.
ეს რეცეპტი სასარგებლოა არა მხოლოდ მათთვის,
პირის ღრუს დაავადებები
თუ გაწუხებთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი, სტომატიტი, გინგივიტი ან პარადონტოზი, საკვების მიღებებს შორის, უბრალოდ, დაღეჭეთ დაფნის ფოთოლი. სასურველია ეს გააკეთოთ ჭამამდე ერთი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ - არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს.
კანის დაავადებები
ანტიმიკრობული თვისებების გამო დაფნის ფოთოლს აქტიურად იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ, განსაკუთრებით გამონაყარის, ალერგიის და გაღიზიანების დროს.
დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ სანაყის ან ყავის საფქვავის მეშვეობით. 1,5 სადილის კოვზ დაფნის ფოთლის ფხვნილს დაასხით ერთი ჭიქა ზეთი და შედგით მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში. მიღებული ნაყენი წაისვით საჭირო მონაკვეთზე დღეში 2-ჯერ.
შეგიძლიათ ეს ნაყენი თვალებიდან მაკიაჟის მოსაცილებლადაც გამოიყენოთ.
სოკოვანი დაავადებები
დაფნის ფოთოლს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, კარგად უმკლავდება ფეხების ოფლიანობას.
10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ ცოტა ხნით. გაიკეთეთ ფეხეის აბაზანა 2-3-ჯერ კვირაში. პრობლემა თანდათან ნაკლებად შეგაწუხებთ.
გაითვალისწინეთ: ეს რეცეპტები უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და დიაბეტის მძიმე ფორმა. ასევე, ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
და კიდევ, დაფნის ფოთლის მოქმედება იმდენად ძლიერია, რომ მის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
სოფიო ბულაური