04 ივლისი, 2016
როგორ მოვიშოროთ ნადები კბილებიდან სტომატოლოგის გარეშე
გთავაზობთ, რამდენიმე სუპერეფექტურ ხერხს, სახლის პირობებში მოსამზადებლად:

1. ფოკუსირება მოახდინეთ კბილის წმენდის ტექნიკაზე

კბილების წმენდა იმდენხანს შეგიძლიათ, რამდენიც გსურთ, თუმცა, თუ ამას სწორად არ აკეთებთ, დროის ფუჭად ხარჯვა იქნება. ამერიკული სტომატოლოგიური ასოციაცია კბილის სწორად წმენდის რეკომენდაციას იძლევა:

კბილის ჯაგრისი, ღრძილებთან 45 გრადუსიანი კუთხით დაიჭირეთ. როცა ზედა კბილებს იწმენდთ, ჯაგრისი მაღლა მიმართეთ, ხოლო ქვედა კბილების წმენდისას, მიმართეთ ქვევით. ეს მეთოდი ღრძლიების ხაზსაც გაწმენდს.

2. საკვები სოდა

ასევე მიიჩნვა, რომ საკვები სოდა, კბილებიდან ნადებს მოგაშორებთ.
სველ ჯაგრისზე ცოტაოდენი სოდა
მოათავსეთ და ნადებზე წაისვით.
კბილების გასაწმენდად, შეგიძლიათ სოდას ცოტაოდენი მარილი დაუმატოთ და ასე გაიწმინდოთ.

3. ვაშლის ძმარი

კბილის ნადების მოსაშორებლად ასევე ეფექტურია ვაშლის ძმარი. კბილის ჯაგრისი უნდა ჩააწოთ ძმარში და ისე გაიხეხოთ კბილები. კბილის ემალის დაზიანებისგან დასაცავად, კარგად გამოივლეთ წყალი პირის ღრუში.

4. სავლები

ინგრედიენტები
4 სუფრიდ კოვზი მზესუმზირის თესლი;
4 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი;
1 ლ წყალი.

მომზადების წესი:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, ნახევარის საათის განმავლობაში.

გაიწმინდეთ კბილები, ნარევი საკვების მიღების შემდეგ გამოიყენეთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS