03 ივლისი, 2016
როგორ შევიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი დამოუკიდებლად
თუ გაწუხებთ დაღლილობა, თმის ცვვენა, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ქრონიკული თავის ტკივილები, მოკლედ, რაიმე კონკრეტული გამოხატული მიზეზის გარეშე თავს შეუძლოდ გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუმცა მანამდე დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა.

ძილის წინ თერმომეტრი 35 გრადუსამდე დაფერთხეთ. დილით, გაღვიძებისთანავე შეიმოწმეთ ტემპერატურა:

ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად მუშაობს, თუ ტემპერატურა 36,5 და 36,8 შორისაა.

ფარისებრი ჯირკვალი ნელა მუშაობს, თუ ტემპერატურა 36,5 გრადუსზე დაბალია. ამ შემთხვევაში შეიძლება შეინიშნებოდეს ზემოჩამოთვლილი სიმპტომები.

ფარისებრი ჯირკვალი დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს, თუ ტემპერატურა 36,8 გრადუსზე
მაღალია.

ოდნავი ეჭვის შემთხვევაშიც აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს საჭირო დანიშნულების მისაღებად.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS