03 ივლისი, 2016
3 დღე შაქრისა და ზედმეტი კილოგრამების შესამცირებლად
ბევრი შაქრის მიღებისას ორგანიზმი იყენებს მხოლოდ იმდენს, რამდენიც ენერგიის ასამაღლებლად სჭირდება, დანარჩენს კი ცხიმის სახით ინახავს.
გთავაზობთ სამდღიან დიეტას, რომლის დახმარებითაც არა მარტო წონას დაიკლებთ, არამედ შეამცირებთ ტკბილეულისადმი ლტოლვას.

უარი თქვით შაქარზე. ეს, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ შესაძლებელია. ტკბილეულისგან თავი შორს დაიჭირეთ, ასე მნიშვნელოვნად შეამცირებთ შაქრის მიღებას. შეეცადეთ ეს ნელ-ნელა გააკეთოთ და დროთა განმავლობაში უმტკივნეულოდ მოახერხებთ ტკბილეულზე უარის თქმას. შემოთავაზებული დიეტა კი ამაში დაგეხმარებათ.

პირველი დღე

საუზმე:

1 ჭიქა შვრიის ფაფა მოცვთან ან ნუშთან
ერთად ან 3 მოხარშული კვერცხი. შეიძლება ომლეტიც.

დილის ხემსი:

ერთი მუჭა თხილი ან ხილი.

სადილი:

მოხარშული ქათმის მკერდი, მოშუშული ბოსტნეული და ნუში.

ვახშამი:

ნებისმიერ შემწვარი თევზი და მწვანე პარკოსნები ან ორაგული, ბროკოლი და ახალი სოკო.

მეორე დღე

საუზმე:

1 ჭიქა შვრიის ფაფა მოცვთან ან ნუშთან ერთად ან 3 მოხარშული კვერცხი და ხილის წვენი.

დილის ხემსი:

ერთი მუჭა თხილი ან ბანანი.

სადილი:

მოშუშული ბოსტნეული ლიმონითა და ძმრით ან წითელი და მწვანე კომბოსტოს სალათა და გახეხილი სტაფილო, რომელსაც შეგიძლიათ
დაუმატოთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, ცოტაოდენი მარილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ვახშამი:

ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, მწვანე პარკოსნების წვნიანი ან ღუმელში შემწვარი ვირთევზა და ჩაშუშული ბრიუსელის კომბოსტო.

მესამე დღე

საუზმე:

1 ჭიქა შვრიის ფაფა მოცვთან ან ნუშთან ერთად და ხილის წვენი.

სოკო.

სადილი :

ორი ქათმის ბარკალი, შემწვარი, როზმარინითა და ლიმონით ან ხახვში შემწვარი ქათამი ზეთისხილთან ერთად.

ვახშამი:

სოკოს ბულიონი ნივრით, სტაფილოთი, კამითა და დაფნის ფოთოლით ან ყავისფერი ბრინჯი სოკოთი, რეჰანითა და ტომატის სოუსით.

შეცვალეთ ტკბილი სასმელები მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი და ორგანიზმის გამწმენდი სასმელებით:

შეარჩიეთ რომელიმე მათგანი: გრეიპფრუტი, მოცვი, მარწყვი, ფორთოხალი, დაჭერით და დაუმატეთ ახლი როზმარინი ან პიტნა. შემდეგ ჩაყარეთ

წყლით სავსე დოქში, გააცივეთ და სვით დღის განმავლობაში.

ეს ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. გარდა ამისა, ისინი შეიცავენ ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო ნატურალურ შაქარს.

რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ დალიოთ ერთი ფინჯანი უშაქროდ.

სასარგებლოა უსაქრო მწვანე ჩაიც.

არ დაივიწყოთ ფიზიკური ვარჯიში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS