01 ივლისი, 2016
ზეთისხილი და ვაშლი დაგიბრუნებთ სილამაზეს - ნიღბები ქუსლებისთვის
ზაფხულში მოვლილი და ლამაზი ქუსლები აქტუალური თემაა. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, ამ მარტივი რეცეპტების დახმარებით მას ადვილად მოაგვარებთ.

მარილის აბაზანები

ეს პროცედურა ერთდროულად ამაგრებს ფრჩხილებს და არბილებს კანს გაუხეშებულ ფეხის ქუსლებზე: ცხელ წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა ზღვის მარილი და ამდენივე საპნის ნათალი. მიღებულ ნაზავში ფეხები კარგად დაითბილეთ. როცა კანი დარბილდება პემზით გაიხეხეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

ზეთისხილი

ორას გრამ მსხვილ ზეთისხილს გამოაცალეთ კურკა, რბილობი გაქენით, დაუმატეთ მეოთხედი ლიმონის რბილობი და ერთი კვერცხის გული. ეს ყველაფერი
ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და რაც შეიძლება სქლად წაისვით ქუსლებზე. გაიჩერეთ, ვიდრე მასა მთლიანად გაშრება და თბილი წყლით ჩამიბანეთ. შემდეგ ქუსლებზე ზეითუნის ზეთი წაისვით.
კარგი იქნება, თუ ნიღბის წასმამდე ქუსლებს სკრაბით ან პემზით გაიხეხავთ.

ვაშლი

ვაშლი მიირთვით რამდენიც გნებავთ, ვაშლის გულები კი კურკებიანად გაქენით ფაფისებური მასის მიღებამდე. დაუმატეთ იმდენი ჭვავის ფქვილი, რომ თხელი ცომის კონსისტენციის მას მიიღოთ და წაისვით ქუსლებზე. შეიხვიეთ პოლიეთილენით და ჩაიცვით სქელი წინდები. ერთი საათით მშვიდად გაჩერდით. ამგვარი პროცედურის შემდეგ შეგიზლიათ ფეხებზე წყალი არც გადაივლოთ, დამატენინებელი კრემის წასმაც საკმარისი იქნება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS