უმრავლეს შემთხვევაში სიბერე სახსრების ტკივილს იწვევს, მაგრამ მსგავსი ტკივილი შესაძლოა მჟავიანობის დონის, კვების, ზედმეტი წონის ბრალიც იყოს.
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახსრების ტკივილი ხშირად D ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული.
გარდა ამისა, თუ პრობლემას დროზე არ აღმოფხვრით, ტკივილი გაძლიერდება, ძვლების პრობლემასა და ართრიტს გამოიწვევს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია გაეცნოთ სიმპტომებს
- დარღვეული ბალანსი;
- ცუდი ძილი;
- ფეხების წვა და ქავილი;
- ფეხების ტკივილი.
D ვიტამინის დონის ასამაღლებლად, პირველ რიგში გჭირდებათ მზე. გაჩერდით მზეზე დღეში 10-15 წუთს.
D ვიტამინის მიღება ასევე შეგიძლიათ საკვების სახით - კვერცხის გული, თინუსი, სოკო და სკუმბრია.
კვების რაციონის შეცვლა არ მოგიწევთ, თუმცა უმჯობესია დანამატის სახით მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს D3 ვიტამინს და არა - D2, რადგან მზის სხივები სწორედ D3 ვიტამინს გამოყოფს.
ლეა ხიმშიაშვილი