01 ივლისი, 2016
ამ ჰორმონის ბრალია, წონაში რომ ვერ იკლებთ - გახდომაში ჯანსაღი კვება და ძილი დაგეხმარებათ
არის შემთხვევები, როცა მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, წონის დაკლება შეუძლებელი ხდება.

ამის მიზეზი შეიძლება ჰორმონი ლეპტინი იყოს. ეს ჰორმონი ხელს უშლის გახდომის პროცესს. მისი ფუნქცია გახლავთ ენერგიისა და სხეულის მასის დონის დაბალანსება.

უპირველეს ყოვლისა, ის სწვდება მადაზე პასუხისმგებელ რეცეპტორებს, რითაც სიგნალს აძლევს ტვინს, განსაზღვროს ორგანიზმისთვის საჭირო საკვების რაოდენობა.

თუ ამ ჰორმონის დონე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი იყო ან არის, ადამიანს მისადმი მგრძნობელობა უჩლუნგდება და ტვინი ვეღარ ექვემდებარება ლეპტინის სიგნალს დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა და შეწყვიტოს ჭამა.

აი,
ყველაზე გავრცელებული ნიშნები, რომლითაც შეგიძლიათ ამოიცნოთ, რომ თქვენი ტვინი ლეპტინზე ნაკლებად რეაგირებს:

მომატებული წონა.

საკვების არაკონტროლირებადი მოთხოვნილება.

სტრესის დროს ჭამა.

გვიან ღამით ჭამა.

არტერიული წნევის მატება.

უძილობა.

შაქრის მოთხოვნილება.

მომატებული ტრიგლიცერიდები.

ხშირი მოუსვენრობის განცდა.

მოტივაციის უკმარისობა.

ჭამის შემდეგ წახემსების ხშირი მოთხოვნილება.

მუდმივად დაღლილობის განცდა, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ.

ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად რაციონიდან უნდა ამოიღოთ:

შაქარი.

ნახშირწყლები.

სიმინდის სიროფი.

თქვენი კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ორგანული საკვებით, ამასთან უნდა შეამციროთ მარცვლოვანი ნახშირწყლების მოხმარება.

სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიში და აუცილებელია სრულყოფილი ძილი.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS