23 ივნისი, 2016
როგორ და რა სახით უნდა გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი აგარაკზე - 3 სასარგებლო რჩევა
ეს 3 სასარგებლო რჩევა, აგარაკზე მცენარეების მოსავლელად აუცილებლად გამოგადგებათ.

1. კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რაც აუცილებელია მცენარეების სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას და ზრდის მინერალური სასუქების ეფექტურობას. კვერცხის ნაჭუჭი, შეგიძლიათ შეურიოთ ნიადაგის ამოთხრისა და დათესვისთანავე.

2. შეგროვებული კვერცხის ნაჭუჭი უნდა გამოაშროთ გამათბობელ ბატარეაზე, მოათავსეთ მჭიდრო პარკის ტომარაში. ქვის საშულებით ნაჭუჭი დააქუცმაცეთ.

უმჯობესია მოხარშული კვერცის ნაჭუჭები შეაგროვოთ, რადგან უმი კვერცხის ნაჭუჭს 2-3 წუთის განმავლობაში ხარშვა სჭირდება.

3. კვერცხის ნაჭუჭი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს სტაფილოზე, კომბოსტოზე, კიტრზე, თალგამზე. შედარებით
ნაკლებად ბოლოკსა და პომიდორზე.

კარტოფილი და მჟაუნა, მშვენივრად იზრდება დაუმუშავებელ მიწაშიც, ამიტომ აქ კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება აუცილებელი არ არის.

ხეებიდან, ასე დამუშავებული მიწა განსაკუთრებით სჭირდება - ქაცვს, ალუბალს, ქლიავს, ამიტომ კვერცხის ნაჭუჭი პირველ რიგში ამ მცენარეებისთვის გამოიყენეთ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS