22 ივნისი, 2016
თაფლი და დარიჩინი - 15 წუთში საკუთარ თმას ვერ იცნობთ
ამ მარტივი რეცეპტის წყალობით, მოიშორებთ ქერტლს, თმა დაიბრუნებს ჯანსაღ ბზინვარებას და გაყოფილი ბოლობის პრობლემაც აღარ შეგაწუხებთ.

ინგრედიენტები:

½ ჭიქა ზეითუნის ზეთი.

1 ჩაის კოვზი თაფლი.

1 ჩაის კოვზი დარიჩინი.

მომზადების წესი:

ზეითუნის ზეთი ორთქლის საშუალებით ცოტათი შეათბეთ, ჩაასხით ჯამში და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. კარგად აურიეთ. სავარცხლით თმა ისე გაიყავით, რომ ნიღაბი თავის კანს ადვილად წაუსვათ, ნიღბის წასასმელად გამოიყენეთ ფუნჯი.

ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ თავი, ჩვეულებრივ, შამპუნით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ. ის,
ასევე, ხელს უწყობს თმის ზრდას და აფერხებს თმის ცვენას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS