21 ივნისი, 2016
თუ ყავას ყოველ დილით მიირთმევთ, ეს აუცილებლად დაგაინტერესებთ
ბევრისთვის დღის ყავით დაწყება ერთგვარი რიტუალია... ყავის გარეშე ბევრს ძალიან უჭირს გამოფხიზლება.

მეცნიერებს ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია აქვთ. აი, რატომ უნდა დალიოთ ყავა ყოველ დილით:

ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა

ადამიანის ორგანიზმი ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულიდან.

ყავის სურნელს ანტისტრესული ეფექტი აქვს

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი განსაკუთრებულად მოქმედებს ტვინის დაძაბულობაზე და ეხმარება მას სასიამოვნო რამეებზე იფიქროს.

ყავას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება

პარკინსონით დაავადებულს ყავა ეხმარება უკეთ აკონტროლოს საკუთარი მოძრაობები.
ყავა კარგია ღვიძლისთვის (განსაკუთრებით,
თუ ალკოჰოლს ეტანებით)
იმას, ვინც თუნდაც ერთ ფინჯან ყავას სვამს დღეში, 20%-ით უმცირდება ციროზის განვითარების რისკი.

ყავა ამცირებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას

2-4 ფინჯანი ყავა 50%-ით ამცირებს თვითმკვლელობის რისკს.

ყავა ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქალებისთვის იქნება საინტერესო, რადგან სწორედ ქალებს უმცირდებათ კანის კიბოს განვითარების რისკი.

ყავა აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს

ყავა წვავს ცხიმებს და მათ ენერგიად გარდაქმნის.

ყავა ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს

4 ფინჯანი ყავა დღეში 50%-ით ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.

ყავა კარგია ტვინისთვის

ყავა ადამიანის ტვინს უფრო ეფექტურ მუშაობაში ეხმარება.

ყავა აძლიერებს ბედნიერების განცდას

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ადმიანები, რომლებიც კვირაში თუდაც 4 ფინჯან ყავას სვამენ, 10%-ით ნაკლებად დეპრესიულები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ამ არომატულ სასმელს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნიანია
ვერ ვიტან და საერთოდ არ ვსვამ:) კაკაო მირჩევნია,ან,სულაც ჩაი-ყავას ,რომელიც ხელოვნურ ტონუსს აძლევს ორგანიზმს!
20:16 / 18-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს
10:11 / 09-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ზედმეტი კველაპერი ცუდია ეს აქსიომაა
00:54 / 26-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ილონა
მართალია, მეც ბევრი სტატია მაქვს წაკითხული ინტერნეტში ყავის შესახებ და უმეტესობაში წერია რო ყავა ცუდია... ამიტომ ვერ გამიგია რომელს უნდა დაუჯერო..
18:16 / 08-08-2016
გამოხმაურება / 0 /
dato
Ho da genacvale yvela xalxs atyuebs Gamorchenis miznit,amitom chvenit gavshiprot. Yvelaperi kargia sazhualo donit.gadametebuli mavnebelia.arayi miswrebaa 100 გ dgeshii- Sicocxles axangzlivebs daarc ert avaxmyopobas Ar gvakarebs,magram,bevri piriqit gvaavadebs, Yava 3-4 chiqa kargia,meti ki cudi da ase.sh.
10:52 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
LელA
DIლას ერტი ჭიქა ყავა სასარგებლოა, მაგრამ შEეცადეთ დღის განმავლოBაში მოერიდოთ
10:43 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ამ მეცნიერებს ხომ ვერაფერს გაუგებ რა... როდოს რას როგორ ფიქრობენ, ხან ცუდია ყავა ხან კარგია, ვერ გავიგე რა?!... ფირმებთან შეკრულები არიან ეტყობა და ვინც მეტ ფულს გადაუხდის ისე არაკუნებენ მეცნიერებიც, ხალხი დაბნეულია და ვეღარ გაუგია ბოლოსდაბოლოს ყავა კარგია თუ ცუდი.
11:28 / 14-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS