21 ივნისი, 2016
თუ ყავას ყოველ დილით მიირთმევთ, ეს აუცილებლად დაგაინტერესებთ
ბევრისთვის დღის ყავით დაწყება ერთგვარი რიტუალია... ყავის გარეშე ბევრს ძალიან უჭირს გამოფხიზლება.

მეცნიერებს ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია აქვთ. აი, რატომ უნდა დალიოთ ყავა ყოველ დილით:

ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა

ადამიანის ორგანიზმი ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულიდან.

ყავის სურნელს ანტისტრესული ეფექტი აქვს

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი განსაკუთრებულად მოქმედებს ტვინის დაძაბულობაზე და ეხმარება მას სასიამოვნო რამეებზე იფიქროს.

ყავას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება

პარკინსონით დაავადებულს ყავა ეხმარება უკეთ აკონტროლოს საკუთარი მოძრაობები.
ყავა კარგია ღვიძლისთვის (განსაკუთრებით,
თუ ალკოჰოლს ეტანებით)
იმას, ვინც თუნდაც ერთ ფინჯან ყავას სვამს დღეში, 20%-ით უმცირდება ციროზის განვითარების რისკი.

ყავა ამცირებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას

2-4 ფინჯანი ყავა 50%-ით ამცირებს თვითმკვლელობის რისკს.

ყავა ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქალებისთვის იქნება საინტერესო, რადგან სწორედ ქალებს უმცირდებათ კანის კიბოს განვითარების რისკი.

ყავა აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს

ყავა წვავს ცხიმებს და მათ ენერგიად გარდაქმნის.

ყავა ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს

4 ფინჯანი ყავა დღეში 50%-ით ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.

ყავა კარგია ტვინისთვის

ყავა ადამიანის ტვინს უფრო ეფექტურ მუშაობაში ეხმარება.

ყავა აძლიერებს ბედნიერების განცდას

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ადმიანები, რომლებიც კვირაში თუდაც 4 ფინჯან ყავას სვამენ, 10%-ით ნაკლებად დეპრესიულები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ამ არომატულ სასმელს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
თამარი
აგაშენათ ღმერთმა ძალიან კარგი გამამხნევებელი სტატიაა ჩემნაირებისთვის, ახლაც ყავას ვსვამ.
14:01 / 16-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ყავას ისე აქებენ, მარიხუანასავით, პლანტაციების გაშენებას ხომ არ გეგმავს ბიძო?
12:43 / 13-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ზაზა-ს
საქართველოში, მარტო დღევანდელი "მეცნიერები" კი არა, ძალიან ბევრნი არაკუნებენ, ბატონო ზაზა. არაუშავს გადავიტანთ.
19:14 / 22-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ზაზა-ს
საქართველოში, მარტო დღევანდელი "მეცნიერები" კი არა, ძალიან ბევრნი არაკუნებენ, ბატონო ზაზა. არაუშავს გადავიტანთ.
19:11 / 22-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
მხოლოდ 4 ფინჯანის ყავის მირთმევა შეიძლებაა და მე 7-8 ფინჯანის მირთმევა რო მიწევს? და ამისათვის კი მკლავენ მაგრამ რა ვქნა უყაოტ ვერანაირად ვერ გავძლებ
13:16 / 14-09-2017
გამოხმაურება / 1 /
მაია
4 ფინჯანი კვირაშიო და არა დღეში. თქვენ კი, თუ დღეში მიირთმევთ 7-ს, მართლაც საგანგაშო ყოფილა!
16:36 / 27-01-2019
ანანო
ყავას არ ვსვამ, მაგრამ დეპრესია არ მაწუხებს, არც ტვინის მუშაობას ვუჩივი და ა.შ. დეპრესია უნიათო ადამიანის თანამდევია, ტუ ვიღაცა ვერ აზროვნებს ეს თანდაყოლილია და ვერანაირი გამამხნევებელი ვერ უშველის
20:13 / 22-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ადამიანი
რომელ ყავაზეა აკ საუბარი? თუ არ ააქვს მნიშვნელობა?? მე ხსნად ყავას ვსვავ მარტო
12:56 / 21-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ეოტ
"მატე"საუკეთესო სასმელია
10:54 / 21-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მაია
ყავა საუკეთესო სტიმულატორია, არ უნდა ამას, ვინ რას იტყვის იმის გამოკიდება, საკუთარ თავს დააკვირდით, ორგანიზმი როგორ გთხოვთ იმას მიაქციეთ ყურადღება, შეიძლება დღეში ერთი ფინჯანი საკმარისი აღმოჩნდეს თქვენთვის.
21:37 / 27-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ვანო
ნინია იმიტომ წერ მასეთ კომენტარს:-D
13:31 / 11-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS