21 ივნისი, 2016
თუ ყავას ყოველ დილით მიირთმევთ, ეს აუცილებლად დაგაინტერესებთ
ბევრისთვის დღის ყავით დაწყება ერთგვარი რიტუალია... ყავის გარეშე ბევრს ძალიან უჭირს გამოფხიზლება.

მეცნიერებს ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია აქვთ. აი, რატომ უნდა დალიოთ ყავა ყოველ დილით:

ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა

ადამიანის ორგანიზმი ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულიდან.

ყავის სურნელს ანტისტრესული ეფექტი აქვს

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი განსაკუთრებულად მოქმედებს ტვინის დაძაბულობაზე და ეხმარება მას სასიამოვნო რამეებზე იფიქროს.

ყავას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება

პარკინსონით დაავადებულს ყავა ეხმარება უკეთ აკონტროლოს საკუთარი მოძრაობები.
ყავა კარგია ღვიძლისთვის (განსაკუთრებით,
თუ ალკოჰოლს ეტანებით)
იმას, ვინც თუნდაც ერთ ფინჯან ყავას სვამს დღეში, 20%-ით უმცირდება ციროზის განვითარების რისკი.

ყავა ამცირებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას

2-4 ფინჯანი ყავა 50%-ით ამცირებს თვითმკვლელობის რისკს.

ყავა ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქალებისთვის იქნება საინტერესო, რადგან სწორედ ქალებს უმცირდებათ კანის კიბოს განვითარების რისკი.

ყავა აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს

ყავა წვავს ცხიმებს და მათ ენერგიად გარდაქმნის.

ყავა ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს

4 ფინჯანი ყავა დღეში 50%-ით ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.

ყავა კარგია ტვინისთვის

ყავა ადამიანის ტვინს უფრო ეფექტურ მუშაობაში ეხმარება.

ყავა აძლიერებს ბედნიერების განცდას

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ადმიანები, რომლებიც კვირაში თუდაც 4 ფინჯან ყავას სვამენ, 10%-ით ნაკლებად დეპრესიულები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ამ არომატულ სასმელს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნარიანა
მაგ სტატიას გაგრძელებაც აქვს რაც ყავის მავნე თვისებებს ეხება. მარტო პირველი ნაწილი რატომ გამოაქვეყნეს? ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ რა შემთხვევაშია არასასურველი ყავის დალევა. ისე რათქმა უნდა ზომიერად,დღეში 1 ან 2 ჭიქა მართლა სასარგებლოა.
15:58 / 04-05-2019
გამოხმაურება / 0 /
keti
არ ვიცი ტუკი მარტლაც სასარგებლოა ეგრე კავა მაგრამ ცჰემზეა ნატკვამი კავისტიაო დგესჰი 4 ცჰიკასაც მივირტმევ კველანაირი კავა მიკვარს ოგონდ უსჰაკროდ ურდზეოდ საჰმელს არ სჰევცჰამ მარამ კავას ვერ გავეკცევი ტავისტავად ხარისხიანი კავაა კარგი
20:43 / 23-02-2019
გამოხმაურება / 1 /
თამაზი
ცუდია ქეთი უშაქროდ თუ სვამთ,პირიქით მავნებელია,1 კოვზი შაქარი (გლუკოზა) აუცილებელია
15:53 / 05-05-2019
დარო
კარგი რეკლამაა............. ვერ მიხვდით?
14:29 / 11-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ძალიან მიყვარს ყავის სუნი და არომატი, აი თვითონ ყავის დალევაზე რა მოგახსენოთ, არასოდეს დამილევია, შეიძლება არავინ დამიჯეროს, მაგრამ ასეა. ერთადერთი რასაც ვაკეთებ ყოველ დღე, ეს არის თვითონ დაფქულ ყავას შევისუნთქავ, იმდენად მსიამოვნებს მისი სასიამოვნო სურნელი.
19:49 / 23-01-2019
გამოხმაურება / 0 /
დათო
ბოდიშის მოხდით ვიკითხავ, ეს რომელ ყავაზეა მეცნიერული დაკვირვება ჩატარებული??? რაც საქართველოში შემოდის, ნეტა იმაზეც ჩაატარონ გამოკვლევა - ურიგო ნამდვიალდ არ იქნება და მერე ვნახოთ ვის როგორ და რაში ეხმარება თუნდაც ერთი ფინჯანი ყავა.
15:06 / 23-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS