წყალსადენის წყალი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიკატს, თუმცა მათ გარდა სასმელი წყლიდან ჩვენს ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჯანმრთელობისთვის საშიში მიკროორგანიზმები.
დაბინძურებული წყლის მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ნელა მოქმედებს და მაშინვე შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ დაბინძურებულ წყალს სვამთ. ამ დროს ორგანიზმი თანდათან იწამლება, ავადდება თირკმლები, სისხლში ერითროციტები ნადგურდება, ზიანდება ტვინი და გული.
ბევრს მიაჩნია, რომ პრობლემას გადადურებული წყლით
წყლის დუღილის ტემპერატურა ვერ კლავს ვირუსებსა და ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერებებს.
როგორ მივხვდეთ, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია და როგორ დავიცვათ თავი?
თუ ჭურჭელზე მწვანე ან რუხ-წითელი წვეთები რჩება, ესე იგი წყალი ბევრ მარილმჟავასა და გოგირდმჟავას შეიცავს.
თუ წყალს მიწის, მერქნის ან თევზის სუნი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მის შემადგენლობაში ბევრი ორგანული შენაერთია.
თუ ვერცხლის ჭურჭელზე მუქი ლაქები რჩება ან ნიჟარაზე - შავი, ესე იგი წყალში გოგირდწყალბადია გარეული.
თუ ალუმინისა და წყლის კონტაქტისას წარმოიქმნება ქაფი, ესე იგი წყალში ტუტის მაღალი კონცენტრაციაა.
თუ წყალს რკინის გემო აქვს, ესე იგი მასში დიდი რაოდენობითაა რკინა.
თუ წყალი ბინძური ან მღვრიეა, ესე იგი წყალსადენ მილებში ბევრი ჰაერი ან მეთანია.
თუ წყალს მოწითალო ნალექია აქვს, ესე იგი წყალსადენ მილებში რკინით იჟანგება.
როგორ გავასუფთაოთ წყალი
უმჯობესია გამოიყენოთ დამდგარი წყალი. თუ წყალს ერთი დღე-ღამის განმავლობაში დააყენებთ, მავნე ნივთიერებები ფსკერზე დაილექება. ამიტომაც ყვავილებისთვისაც და აკვარიუმისთვისაც წყალი წინასწარ მოიმარაგეთ.
რამდენიმე დღის დამდგარი წყალი უნდა გაიფილტროს. ფილტრი გულდასმით უნდა შეარჩიოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ აქტივირებულნახშირიან ფილტრს, ის კარგად წმენდს წყალს.
არის სხვა ფილტრებიც, მთავარია, იყოს ხარისხიანი და მათში შემავალი კომპონენტები კარგად წმენდდეს დაბინძურებულ წყალს.
წყლის გაწმენდა სპეციალური პრეპარატების დახმარებითაც შეიძლება, რომლებშიც წამყვან როლს სილიციუმი თამაშობს. პრეპარატი დაუმატეთ წყალს კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ აკურატულად გადაასხით, ისე, რომ ნალექი არ წამოყვეს. თქვენ მიიღებთ არა მარტო სუფთა, არამედ სამკურნალო წყალსაც.
სუფთა წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისტვის. ის, თუ რას სვამს ადამიანი, განსაზღვრავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. სუფთა წყალი - ძლიერი ჯანმრთელობაა.
სოფიო ბულაური