თუ თირკმლებს რაიმე პრობლემა ექმნება, პრობლემა ექმნება მთლიანად ჯანმრთელობას.
აი, რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც უყურადღებოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ.
შეშუპება
შეშუპებული სახე და კიდურები თირკმლების ცუდი მუშაობის ნიშანია.
ადრეული სიგნალია, აგრეთვე:
პრობლემები შარდვისას.
მუქი შარდი, იშვიათი და მცირე რაოდენობით შარდვა.
ბაცი ფერის შარდი, ხშირი და დიდი რაოდენობით შარდვა.
ქაფიანი შარდი.
ღამით ხშირი შარდვა.
გამონაყარი კანზე
ბევრი გამონაყარი კანზე და ქავილი,
შინაგანი პრობლემის მოგვარებაში კოსმეტიკა ვერ დაგეხმარებათ.
დაღლილობა
თირკმლები გამოიმუშავებენ ჰორმონს, რომელიც წარმოქმნის მეტ სისხლის უჯრედს, რომლებიც ჟანგბადად გადაიქცევიან. როცა თირკმლებს პრობლემა აქვთ, ისინი ამ ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებენ და უჯრედების რაოდენობაც მცირდება, შესაბამისად, ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის და ადამიანი მუდმივ დაღლილობას გრძნობს.
ჰაერის უკმარისობა
როცა ჰაერი არ გყოფნით და ამოსუნთქვა გიჭირთ, შესაძლოა, ეს პრობლემა თირკმლებთანაც იყოს დაკავშირებული. ამ დროს ორგანიზმს საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება ჟანგბადი.
ლითონის გემო პირში
როცა სისხლში ტოქსინები გროვდება, გემოს შეგრძნება იცვლება და პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი ჩნდება. თირკმლების პრობლემებზე ცუდი მადაც მიუთითებს.
ტკივილი
თირკმლების პრობლემაზე მიუთითებს ტკივილი ზურგის ზედა არეში. ტკივილი მეტყველებს ინფექციისა და კენჭების არსებობაზე.
ცუდი კონცენტრაცია და თავბრუსხვევა
ანემია, როცა თავის ტვინს ცუდად მიეწოდება ჟანგბადი, თირკმლების უკმარისობის ნიშანი შეიძლება იყოს. ამ დროს ყურადღება გაფანტული ხდება, ქვეითდება მეხსიერებაც, შესაძლოა თავბრუსხვევებმაც შეგაწუხოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და შეიმოწმეთ თირკმლები.
სოფიო ბულაური