17 ივნისი, 2016
დანდური - ბალახი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ჯანმრთელობას
ამ ბალახის სამშობლოდ სპარსეთსა და ინდოეთს მიიჩნევენ, თუმცა დღეს ის მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს.

ქართული სამზარეულოსთვის დანდურის მხალი უცხო არ არის, ჩვენში მას დღესაც სიამოვნებით მიირთმევენ.

აღმოჩნდა, რომ დანდური ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

თესლი

დანდურის თესლი ძალიან მაგარია და მთლიანად ინარჩუნებს დადებით თვისებებს 40 წლის განმავლობაში.

ამ მცენარეს ძლიერი და გასაოცარი თვისებები აქვს. მას იყენებენ იმუნიტეტის ასამაღლებლად და საერთო ჯანმრთელობის გსაუმჯობესებლად. გარდა ამისა, დანდური А ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საბადოა.

А ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას და
იცავს ორგანიზმს კიბოს დაავადებების განვითარებისგან.

ძლიერი ანტიოქსიდანტი

დანდური შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ანტიმუტაგენური და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვთ. ასევე მდიდარია С ვიტამინითა და В ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის, ნიაცინითა და რიბოფლავინით, კაროტინოიდებითა და მიკროელემენტებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.

მიირთვით დანდური და იყავით ჯანმრთელი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS