17 ივნისი, 2016
რომელი ზეთი უფრო სასარგებლოა სადილის მოსამზადებლად - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ
თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელ ზეთს იყენებთ სადილის მოსამზადებლად.

ცნობილია, რომ რაფინირებული ზეთები, მაგალითად, მზესუმზირის ზეთი, ჯანმრთელობისთვის მავნეა, რადგან მათში უხვადაა ტოქსიკური ნივთიერებები.
ამიტომაც, თუ გინდათ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, უნდა შეარჩიოთ ალტერნატივა.

ზეთი ძალიან კალორიულია - ერთი სადილის კოვზი 120 კალორიას შეიცავს.

ზეთის შერჩევისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ორ მნიშვნელოვან რამეს - "წვის წერტილს" და ცხიმმჟავა ომეგა-6-ისა და ომეგა-3-ის თანაფარდობას.

"წვის წერტილი" არის ტემპერატურა, როცა ზეთი წვას იწყებს. რაც უფრო მაღალია
"წვის წერტილი", მით უფრო უსაფრთხოა ზეთი.

რაც შეეხება ცხიმმჟავებს, ომეგა-3-ისა და 6-ის თანაფარდობა უნდა იყოს 2:1, შეიძლება უფრო დაბალიც. მოცემულზე მაღალი მაჩვენებელი შეიძლება ქრონიკული ანთების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების მიზეზი გახდეს.

აი, რამდენიმე სახეობის ზეთი, რომლებიც სასარგებლოა სადილის მოსამზადებლად.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთს მაღალი "წვის წერტილი" აქვს. ის ცნობილია თავისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. არსებობს ორი ტიპის ქოქოსის ზეთი. პირველი ტიპი არის ცივი გამოხდის ზეთი, რომელსაც დამახასიათებელი სუნი და გემო აქვს. მეორე ტიპის ქოქოსის ზეთს არც სუნი აქვს და არც გემო - მისი გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ კერძებში.

პირველი გამოხდის ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი, მოგეხსენებათ, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამზარეულოს ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მისი სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი, მათ შორის ისიც, რომ ზეითუნის ზეთი ხელს უშლის კიბოს უჯრედების გავრცელებას.

ბევრი მას ცუდ ზეთად მიიჩნევს დაბალი "წვის წერტილის" გამო, თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზეითუნის ზეთი იდეალურია სადილის მოსამზადებლად.

ნუშის ზეთი

ყველამ კარგად იცის, რომ ნუშის ზეთი სასარგებლოა კანისთვის. ის დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც. ნუშის ზთი დიდი რაოდენობით შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს და ამაგრებს გულს.

მიუხედავად ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა სახეობის ნუშის ზეთი არ გამოდგება სადილის მოსამზადებლად - უნდა შეარჩიოთ ის, რომელზეც მითითებული იქნება, რომ შეიძლება მისი კულინარიული მიზნით გამოყენება.

ავოკადოს ზეთი

ავოკადოს ზეთს ყველა ტიპის ზეთს შორის ყველაზე მაღალი "წვის წერტილი" აქვს, ამიტომაც ის ყველაზე სასარგებლო და იდეალურია შესაწვავად და საერთოდ, კერძების მოსამზადებლად. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოიყენოთ ცივად - სალათებზე მოსასხმელად.

ყურძნის წიპწების ზეთი

ყურძნის წიპწების ზეთსაც მაღალი "წვის წერტილი" აქვს და გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე კოსმეტიკურ წარმოებაში.

მას აქვს ცხიმმჟავების კარგი თანაფარდობა. ყურძნის წიპწების ზეთი ნამდვილად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მასში უხვადაა ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის შემცირებას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ცირა
სიმინდის ზეთი მაინტერესებს და მაინცდამაინც მასზეარ გიწერიათ
09:32 / 21-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS