15 ივნისი, 2016
ფსტა აძლიერებს პოტენციას და ანელებს დაბერების პროცესს - რატომ უნდა მიირთვათ ყოველდღე
ფსტა ანუ ფისტაშკა, როგორც მას უფრო ხშირად უწოდებენ, ჯანმრთელობის წყაროა. 100 გრამი ფსტა 540 კალორიას შეიცავს, მაგრამ ეს მოსატანიც არაა იმ სასიკეთო გავლენასთან, რასაც ის ჩვენს ჯანმრთელობაზე ახდენს.

ფსტა აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ანელებს დაბერების პროცესს.

დაგისახელებთ რამდენიმე მიზეზს, რატომ უნდა მიირთვათ ფსტა ყოველდღე:

ფსტაში შემავალი Е ვიტამინი ორგანიზმს კიბოს დაავადებებისგან იცავს. ფსტა ასევე მდიდარია გამატოკოფეროლით (Е ვიტამინის ტიპი), რომელიც 30%-ით ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების ტიპს. დღეში 68
გრამი ფსტა ონკოლოგიური დაავადებების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.

ფსტის რეგულარული გამოყენებისას 10-ჯერ მცირდება მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.

ფსტა შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს - ლუტეინს, რომელიც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და შესაბამისად, სიმსუქნეს. თუ ყოველდღე მიირთმევთ ფსტას, რამდენიმე დრეში ქოლესტერინის დონე 20%-ით შემცირდება.

ფსტის ყოველდღიური გამოყენება 51%-ით ამაღლებს მამაკაცის სქესობრივ პოტენციას მასში შემავალი ცხიმმჟავების წყალობით, რომლებიც ასტიმულირებენ სქესობრივ ჰორმონებს და აძლიერებენ სისხლის მიწოდებას.

ფსტა მდიდარია უჯრედისებით, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელების ფუნქციას.
სულ რაღაც 10 გრამი ფსტა უზრუნველყოფს ბოჭკოს დღიურ ნორმას.

ფსტა, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, იცავს თვალებს და ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას.

თუ სიბერის გეშინიათ, ყოველდღე 5-10 ცალი ფსტა მიირთვით. ფსტას ბუნებრივ ბოტოქსსაც უწოდებენ, რადგან ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გოჩა
სად შეიძლება შევიძინოთ და როგორ უნდა ვიკითხოთ.
20:55 / 16-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS