ამ დიეტას წარმატებით მისდევენ უცხოელი ვარსკვლავები და გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები. დიეტის იდეოლოგი, დოქტორ ატკინსი, აუცილებლად
ატკინსის დიეტა ორფაზიანია - პირველ ფაზაში, რომლის ხანგრძლივობა 14 დღეა, თქვენი ორგანიზმი მინიმალური რაოდენობის ნახშირწყლებს მიიღებს, რაც შექმნის შესაძლებლობას, გათანაბრდეს კალორიების ბალანსი ცხიმებიდან შინაგანი რესურსების დახარჯვის ხარჯზე - მაქსიმალურად დაიკლებს წონა.
14 დღის გასვლის შემდეგ იხსნება პროდუქტების კალორიულობაზე შეზღუდვა, მაგრამ რჩება ნახშირწყლების რაოდენობის შეზღუდვა - ამაშია დიეტის სირთულე - მაქსიმალური მნიშვნელობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თქვენი ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე - წონის მუდმივი კონტროლი და ნახშირწყლების ბალანსის კორექცია პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში.
პირველი ორი კვირის განმავლობაში ნახშირწყლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 20 გრამს. ამ პარამეტრის საშუალო ნიშნული ადამიანების უმრავლესობისთვის დაახლოებით 40 გრამია.
ციფრი 20 გრამი იოლად მიღწევადია - ეს არის სულ რაღაც 3 ჩაის კოვზი შაქარი ჩაიში ან ტკბილი ქიშმიშიანი ფუნთუშა - ამიტომ არავითარი სწრაფი კვება. ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად შედგენილია ყოველთვის და ნებისმიერი რაოდენობით ნებადართული პროდუქტების სია. ოღონდ არ არის საჭირო გადამეტება - მივირთმევთ მხოლოდ მაშინ, როცა ჩნდება შიმშილის განცდა - არავითარი ჩიპსები სერიალების ყურებისას.
ნებადართული პროდუქტების სია ატკინსის დიეტიდან:
ნებისმიერი თევზი (ზღვის და მდინარის), ნებისმიერი ფრინველი (ნანადირევის ჩათვლით), ნებისმიერი ზღვის პროდუქტი, კვერცხი ნებისმიერი სახით (შეიძლება ქათმისაც და მწყრისაა), ნებისმიერი მაგარი ყველი, ნებისმიერი სახის ბოსტნეული (ზოგიერთის გამოყენება უმადაც შეიძლება), ნებისმიერი სოკო.
დამატებითი შეზღუდვა
არ შეიძლება ერთხელ კვებისას მიიღოთ ნახშირწყლების დღიური ნორმა ცილებთან (ფრინველი, ხორცი) და ცხიმებთან შეთავსებით. აუცილებელია დაიცვათ 2-საათიანი ინტერვალი. ცილისა და ცხიმების შეთავსებაზე ეს შეზღუდვა არ არის.
აკრძალული პროდუქტების სია:
ნებისმიერი სახის ალკოჰოლი, ხელოვნური წარმოშობის ცხიმები, შაქარი ნებისმიერი სახით (თორემ გადააჭარბებთ სხვა პროდუქტების მიხედვით დღიური ნორმების ზღვარს), ხილი (ყველა მათგანში არის ბევრი ნახშირწყალი - საშუალო ლიმონშიც კი თითქმის 5 გრამია), ბოსტნეული სახამებლის დიდი შემცველობით (კარტოფილი, სიმინდი), საკონდიტრო ნაწარმი (ყველა შეიცავს შაქარს), პურ-ფუნთუშეული.
იმ პროდუქტების სია, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღოთ:
კომბოსტო, ყაბაყი, ბარდა, პომიდორი, ხახვი, არაჟანი. შეიძლება დალიოთ როგორც ჩვეულებრივი, ისე მინერალური წყალი, ჩაი, ყავა - ნებისმიერი სასმელი, რომელშიც არ არის ნახშირწყლები (მაგალითად, ერთი ჭიქა ყურძნის წვენი დაახლოებით 30 გრამ ნახშირწყლებს შეიცავს - ეს კი აშკარად დღეღამური ნორმის გადაჭარბებაა).
ატკინსის დიეტის მეორე ფაზა
დიეტის მეორე ფაზა კიდევ უფრო მარტივია - ორგანიზმი უკვე ეჩვევა რიგ შეზღუდვებს და ნივთიერებათა ცვლა შინაგანი ცხიმოვანი რეზერვების გახარჯვაზეა ორიენტირებული. ნახშირწყლების დაშვებული დღიური ნორმა დაახლოებით 40 გრამს უახლოვდება (თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად).
მაგრამ ახლა წონის გამუდმებული კონტროლი იქნება საჭირო. როგორც კი თქვენთვის ოპტიმალურ წონას მიაღწევთ, შეიძლება ცოტ-ცოტა დაამატოთ მენიუში ნახშირწყლოვანი პროდუქტები - სანამ წონაში მატებას არ დაიწყებთ - და ეს იქნება სწორედ ნახშირწყლების თქვენი ინდივიდუალური დონე (მაქსიმალური სწორედ თქვენთვის). შემდგომშიც თუ გადააბიჯებთ ამ ზღვარს, კვლავ აკრეფთ წონას და პირიქით.
რა თქმა უნდა, შემდგომში ხანდახან დაუშვებთ გადამეტებას ობიექტური მიზეზების გამო - მაგალითად, დასასვენებლად თუ წახვალთ, ალკოჰოლს თუ მიიღებთ - გასაგებია, რომ ზედმეტ წონას აკრეფთ. ასეთ შემთხვევაში დღეღამეში 20 გრამამდე შეზღუდეთ კვლავ ნახშირწყლების მოხმარება - როგორც პირველ ფაზაში - სანამ თქვენს ნორმალურ წონას არ დაუბრუნდებით.
მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის