14 ივნისი, 2016
სასმელები, რომლებიც ასუფთავებს ღვიძლს და წვავენ ცხიმებს - ეს შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაგჭირდეთ
მაშინაც კი, თუ ძალიან ახალგაზრდა ხართ, უნდა შეზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება და სწორად იკვებოთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელო პრობლემასაც კი შეიძლება შემდეგში სერიოზული პრობლემა მოჰყვეს.

საჭმლის გადამუშავების პროცესში ჩვენი ორგანიზმი ძლიერ დატვირთვას განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფი კვების პროდუქტებს მივირთმევთ. ყველაზე მეტად ამ დროს ღვიძლი იტვირთება, ამიტომაც აუცილებელია, დროდადრო მისი დეტოქსიკაცია.

თუ ღვიძლი ნორმალურად არ ფუნქციონირებს, პრობლემა ექმნება სხვა ორგანოებსაც, ამან შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს.

სასმელები, რომელთა რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ ღვიძლის გასუფთავებაში, ისინი ასევე წვავენ ცხიმებს.

ფერადი
სასმელი

ინგრედიენტები:

½ ლიმონი.

1 ბულგარული წიწაკა.

1 ვაშლი.

1 საშუალო ზომის კიტრი.

მომზადების წესი:

დალიეთ მოცემული ინგრედიენტების ახალგამოწურული წვენი. თუ დღეში 2-3 ჭიქას დალევთ, თქვენი ღვიძლი გასუფთავდება, ორგანიზმიდან ტოქსინები გამოიდევნება და აშკარად იგრძნობთ ენერგიის მომატებას.

მწვანე ჩაი ციტრუსის გემოთი

ინგრედიენტები:

ნახევარი ლიმონის წვენი.

ერთი ბანანი.

ნახევარი ფინჯანი გაცივებული მწვანე ჩაი.

მწვანე ჩაი სწრაფად წმენდს ორგანიზმს.

კურკუმის სასმელი

ინგრედიენტები:

ნახევარი ფინჯანი წყალი.

ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა.

ცოტაოდენი კოჭა.

ერთი ლიმონის წვენი.

ეს სასმელი ასუფთავებს ღვიძლს და ნაწლავებს. ასევე, იცავს ნაღვლის ბუშტს ქვების წარმოქმნისგან.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS