გთავაზობთ სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის ეპსომის მარილის გამოყენების რამდენიმე ხერხს:
შამპუნი თმისთვის
ძალიან მარტივი ხერხია: შამპუნს დაუმატეთ ცოტაოდენი ეპსომის მარილი და თმა ჩვეულებრივ დაიბანეთ. ცხიმიანი თმის შემთხვევაში ამგვარი შამპუნი ადვილად აცილებს ზედმეტ ცხიმს.
მოცულობა თმისთვის
თმის მოცულობის გასაზრდელად ეპსომის მარილი და თმის კონდიციონერი ტანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთ მანეთში და და ტაფაზე გააცხელეთ. შემდეგ შეიზილეთ თმაში.
შეგიმსუბუქებთ კუნთების ტკივილს
სხეული უკეთ რომ მოადანუთოთ და მოიხსნათ კუნთების დაძაბულობა, აბაზანა აავსეთ წყლით, ჩაყარეთ ცოტაოდენი ეპსომის მარილი და 15-20 წუთით ჩაწექით.
მოაგვარებს საჭმლის მონელების პრობლემებს
საიდუმლო ეპსომის მარილში შემავალ მაგნიუმში იმალება. ცოტაოდენი ეპსომის მარილი ერთ ჭიქა წყალში გახსენით და დალიეთ, შეკრულობა აღარ შეგაწუხებთ.
თუ ხიჭვი შეგესოთ
თუ ხიჭვი შეგესოთ, დაიყარეთ მასზე ეპსომის მარილი და უფრო ადვილად ამოიღებთ.
დალურჯების წინააღმდეგ
დაჟეჟილ ადგილას ცივი საფენების ცვლა აღარ დაგჭირდებათ, საკმარისია ერთმანეთში აურიოთ ცოტაოდენი წყალი და ეპსომის მარილი და ნატკენზე წაისვათ. ეფექტი ბევრად უკეთესი იქნება.
ტუჩებისთვის
ტუჩები ნაზი და ხავერდოვანი გახდება, თუ ვაზელინში არეულ ცოტაოდენ ეპსომის მარილს შეიზელთ.
სკრაბი სახისთვის
სახის კანიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, სახისთვის განკუთვნილი თხევადი საპონი და ცოტაოდენი ეპსომის მარილი და მსუბუქად შეიზილეთ სახეზე. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სოფიო ბულაური