11 ივნისი, 2016
საცობები ყელში - დააღწიეთ თავი უსიამოვნო სუნს
პირის ღრუს უსიამოვნო სუნი ბევრ უხერხულობას ქმნის. ამ უსიამოვნების მიზეზი ხშირად ყელში ხაჭოსებრი საცობებია, რომლებიც ტონზილიტის შედეგად შეიძლება გაჩნდეს.

არსებობს მასთან ბრძოლის რამდენიმე ხალხური რეცეპტი:

სოდიანი სავლები
ერთ ჭიქა თბილ ადუღებულ წყალში გახსენით 0,5 ჩაის კოვზი სოდა, ამდენივე მარილი და 2-3 წვეთი იოდი. მიღებული ხსნარი კარგად გამოივლეთ ყელში დღეში რამდენჯერმე. შეეცადეთ სითხე არ ჩაყლაპოთ.

11

არყის სავლები
ყელში არაყი გამოივლეთ. ძალზე ექსტრავაგანტური, მაგრამ ეფექტური მეთოდია. სასურველია, ამის შემდეგ საჭესთან არ დაჯდეთ.

ბალახების სავლები
თანაბარი რაოდენობთ აურიეთ
ერთმანეთში გვირილა, სალბი და ფარსმანდუკი.
2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ, ვიდრე ოთახის ტემპერატურამდე არ გაგრილდება და ყელში გამოივლეთ.
ტონზილიტის საცობების დამოუკიდებლად მოცილება დაუშვებელია, შეიძლება ნუშურა ჯირკვლები დაიზიანოთ.

2
სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS