09 ივნისი, 2016
როგორ დავიბანოთ თავი შამპუნის გარეშე - 4 ეფექტური მეთოდი
დღეს ბევრი ანიჭებს უპირატესობას ნატურალურ კოსმეტიკას და თავს არიდებს ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებას. საინტერესოა, როგორ შეიძლება დავიბანოთ თავი თანამედროვე შამპუნების გარეშე, რომელი ბუნებრივი საშუალებებით შეიძლება მათი ჩანაცვლება ისე, რომ თმამ შეინარჩუნოს სილამაზე და ბზინვარება.

ჭვავის ფქვილი
2 სადილის კოვზ ჭვავის ფქვილს დაასხით 1/2 ჭიქა წყალი და აურიეთ ისე, რომ თხელი ფაფისებური მასა მიიღოთ. შემდეგ კარგად ათქვიფეთ, ვიდრე წებოვანი არ გახდება.
წაისვით თმაზე როგორც ჩვეულებრივი შამპუნი და წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

საკვები სოდა
2 სუფრის კოვზი სოდა
გახსენით 4 ლიტრ წყალში. თუ გძელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ცოტა მეტი სოდა აიღოთ. დაიბანეთ თავი მიღებული ხსნარით და შემდეგ სუფთა წყლით ჩამოიბანეთ.

საპნის ხის ნაყოფი
მას საპნის თხილსაც უწოდებენ. აადუღეთ ნახევარი ლიტრი წყალი, ერთი მუჭა საპნის თხილი ჩაყარეთ ბამბის ქსოვილის ტომსიკაში და მოათავსეთ წყალში, თან ხელით კარგად მოჭმუჭნეთ, რომ წყალი კარგად გაუჯდეს და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ მიღებული ხსნარი მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ ქაფის წარმოქმნამდე.
ქაფი წაისვით თმაზე როგორც ჩვეულებრივი შამპუნი და კარგად ჩამოიბანეთ.

მდოგვი
0,5 სადილის კოვზი მდოგვი გახსენით 1 ლიტრ წყალში, მიღებული ხსნარი წაისვით თმაზე და კარგად ჩამოიბანეთ. შეეცადეთ, მდოგვიანი წყალი თვალში არ მოგხვდეთ. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ თავს უკან გადასწევთ და ისე დაიბანთ.
ეს რეცეპტი განსაკუთრებით კარგია ცხიმიანი თმისთვის.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS