გულსოსანას ასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. გულსოსანა უბრალო ბალახია და ის მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს. შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას იმისთვის, რომ ფილტვებს ზედმეტი სისველე მოაშოროს, დაგიამოთ ხშირი ხველებით გამოწვეული ყელის ტკივილი. დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე ბრონქიტისა და ასთმის დროს.
გულსოსანას
დაგჭირდებათ:
2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული გულსოსანას ფოთოლი.
1,5 ჭიქა წყალი.
1-2 კოვზი თაფლი (სურვილისამებრ).
1 ჩაის კოვზი ხმელი პიტნა (სურვილისამებრ).
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი და ჩაუშვით მასში ბადისებრ ფილტრში მოთავსებული გულსოსანას ფოთლები. სურვილისამებრ შეგიძლიათ პიტნაც შეურიოთ.
დააყენეთ ჩაი 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ.
ეს ჩაი დაგეხმარებათ ყველა სახის რესპირატორული დაავადების მკურნალობაში და შეგიმსუბუქებთ ტკივილებს.
სოფიო ბულაური