თითოეულ მათგანს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, შემახორცებელი და გამწმენდი ქმედება აქვს. ამის წყალობით ჭუჭყისა და ცხიმისგან გაჭედილი ფორები იხსნება და სუფთავდება. ადვილად მოიშორებთ შავ წერტილებსაც.
მაშ ასე:
დაიწვეთეთ ხელისგულებზე რამდენიმე წვეთი ზეთი და მასაჟისებური მოძრაობებითა და მსუბუქი დარტყმებით (მიტყაპუნებით) მთელ სახეზე შეიზილეთ, შეგიძლიათ ყელსა და მკერდის არეზეც შეიზილოთ. რამდენიმე წუთის განმავლობაში მსუბუქი მასაჟი
ბამბის დისკი სუთა წყალში დაასველეთ და კვლავ მასაჟისებური მოძრაობებით გაიწმინდეთ სახე, ყელი და მკერდის არე.
შეგიძლიათ ზეთი მშრალ ბამბის დისკს დააწვეთოთ და ასე გაიწმინდოთ სახე. ზეთი გახსნის ფორებს და მაგნიტივით მიიკრავს მთელ ჭუჭყს. ეს ძალიან მარტივია.
ზეთით პირის დაბანა კანის მოვლის 100%-ით ნატურალური მეთოდია, რომელიც სპეციალურ საშუალებებს არ მოითხოვს.
დასასრულ, ზეთის ნარჩენები უნდა ჩამოიბანით და სახე რბილი პირსახოცით გაიმშრალოთ.
სოფიო ბულაური