08 ივნისი, 2016
ვარსკვლავები ფეხებსა და სახეზე - სისხლძარღვების პრობლემას გვირილა მოგიგვარებთ
ვარსკვლავისებურად თავმოყრილი სისხლძარღვები ყველაზე ხშირად ფეხებზე ჩნდება. ეს მხოლოდ მოწიფული ქალების პრობლემა არ არის, წვრილი სისხლძარღვების ქსელი ახალგაზრდევასაც აწუხებს. ვარსკვლავისებურად თავმოყრილი სისხლძარღვები კანის სისხლძარღვების გაფართოების გარეგანი გამოვლინებაა და მაინცდამაინც სასიამოვნო შესახედი არ არის.

როგორც აღვნიშნეთ წვრილი სისხლძარღვების ქსელი ყველაზე ხშირად ფეხებზე ჩნდება, მაგრამ მან შეძლება სახეზეც იჩინოს თავი, განსაკუთრებით ცხვირის მიდამოში. რა თქმა უნდა, ეს სიმპტომი სისხლძარღვების პრობლემაზე მიუთითებს, მაგრამ სასიკვდილოდ საშიში არ გახლავთ, ის უფრო სერიოზული კოსმეტიკური დეფექტია და ქალებს ამ მხრივ უფრო აწუხებთ.

ამგვარი სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ეწვიოთ ფლებოლოგს ან ანგიოლოგს. ამასთან, შეგიძლიათ ხალხური მედიცინაც დაიხმაროთ.

• 150 გრამ გვირილას დაასხით ერთი ლიტრი ცხელი წყალი და გააჩერეთ მცირე ხნით. მიღებული ნაყენით გაიკეთეთ ფეხების აბაზანა. ნაყენს თბილი დაამატეთ, რომ ფეხები კარგად დაითბილოთ. აბაზანის ხანგრძლივობა 20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ბოლოს ფეხებზე თბილი წყალი გადაივლეთ.

• 300-400 გრამ წიწვს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთით. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და დაუმატეტ გვირილის ნაყენს. მიიღეტ აბაზანა ზემოაღნიშნული წესით.

ეს რეცეპტები კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა კანის გაფართოებული სისხლძარღვების საწინააღმდეგოდ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS