06 ივნისი, 2016
მოიშორეთ მეჭეჭები ბუნებრივი საშუალებებით
მეჭეჭი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, ახასიათებს გამრავლება, ხშირად კი ერთსა და იმავე ადგილზე შეიძლება ხელმეორედ ამოვიდეს.

სამედიცინო პრეპარატების კარგი ალტერნატივაა ნატურალური საშუალებები.

ლიმონის წვენი

ლიმონის ახალგამოწურული წვენი ბამბის დისკით წაისვით უშუალოდ დაზიანებულ მონაკვეთზე. შეგიძლიათ მეჭეჭზე ლიმონის ნაჭერიც დაიდოთ.
მთავარია, პროცედურა რეგულარულად ჩაიტაროთ.

კარტოფილი

წვრილად გახეხილი კარტოფილი წვნიანად დაიდეთ პრობლემურ ადგილზე და მარლით ან ბინტით შეიხვიეთ.

საკვები სოდა

ეფექტური შედეგისთვის რეკომენდებულია საკვები სოდისა და თეთრი ძმრის ნაზავი. უნდა მიიღოთ სქელი პასტისებური მასა და წაისვათ უშუალოდ დაზიანებულ მონაკვეთზე.

ვაშლის ძმარი

ბამბის დისკი დაასველეთ ძმარში და მეჭეჭზე დაიდეთ. შეგიძლიათ ბამბის დისკი ბინტისთ დაიფიქსიროთ. დისკი გამოცვალეთ ყოველ 8-12 საათში.
გაითვალისწინეთ: უნდა იყოს ნამდვილი, ნატურალური ვაშლის ძმარი.

ნიორი

ვირუსის შიგნიდან გასანადგურებლად კარია, თუ ყოველდღე მიირთმევთ ნედლ ნიორს. მეჭეჭზე კი დაიდეთ კარგად გაქნილი ნიორი და ბინტით შეიხვიეთ.
პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS