არსებობს 5 საკმაოდ მარტივი სავარჯიშო, რომლის ყოველდღიურად გაკეთება, ყელისა და ნიკაპის კუნთებს გაამკვრივებს და ამ პრობლემასაც მოგიგვარებთ:
1. ენის დაჭიმვა

პირი ფართოდ გააღეთ და ენა გამოყეთ, ისე შორს, რამდენსაც შეძლებთ. იდეალურ შემთხვევაში ნიკაპს უნდა შეეხოთ. დაჭიმული ენა, ამ მდგომარეობაში 10 წამს გააჩერეთ.
გაიმეორეთ 10-ჯერ.
2. თავის აწევა

საწოლზე
3. აკოცეთ ჭერს

დადექით სწორად, თავი ოდნავ მაღლა მიმართეთ, ისე რომ ჭერს ხედავდეთ.
თავი ჭერისკენ ისე მიმართეთ, თითქოს მის კოცნას ცდილობდეთ. შეინარჩუნეთ მდგომარეობა 5-10 წამს და ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდით.
გაიმეორეთ 15-ჯერ.
4. თავის გადახრა

დაჯექით ან დადექით სწორად და შეასრულეთ ნელი და ფრთხილი, თავის წრიული მოძრაობები. იმოძრავეთ მხრებიდან მკერდისკენ, ზურგისკენ და შემდეგ უკან. მხრები დაუშვით, ზურგი სწორად დაიჭირეთ.
გაიმეორეთ 10-ჯერ ერთი მიმართულებით, 10-ჯერ მეორე მიმართულებით.
5. ყბის ვარჯიში

დაჯექით ან დადექით, მთავარია ზურგი თანაბრად გეჭიროთ. ახლა გააკეთეთ, ღეჭვის ძლიერი მოძრაობები, ისე რომ პირი დახურული, ხოლო ტუჩები მოკუმული გქონდეთ.
გააკეთეთ ნელი, ღრმა ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები ცხვირით. შემდეგ მისვლაზე პირი რაც შეიძლება ფართოდ გააღეთ, ენის წვერით, ქვედა კბილების უკანა კედელს მაგრად მიაწექით. ამოისუნთქეთ ძლიერად, თან თქვით "აააა".
ეცადეთ, სავარჯიშო 90 წამს გაგრძელდეს.
ეს სავარჯიშო ორჯერ გაიმეორეთ.
ლეა ხიმშიაშვილი