სოკოსა და ობის წინააღმდეგ
3%-იანი წყალბადის ზეჟანგი დაგეხმარებათ აბაზანასა და საშხაპე კაბინაში ლაქების მოცილებაში. წაუსვით ლაქებს ხსნარი, დატოვეთ ნახევარი საათით და შემდეგ, უბრალოდ, თბილი წყლით ჩამორეცხეთ.
სამზარეულოს ღრუბლისა და ნიჟარების დეზინფექცია
დამტკიცებულია, რომ სამზარეულოს ღრუბელსა და ნიჟარაში უფრო მეტი ბაქტერია ბუდობს, ვიდრე ტუალეტსა და აბაზანაში. მათთან ბრძოლაში წყალბადის
სამზარეულოს საჭრელი დაფები
წყალბადის ზეჟანგის ხსნარი გამოგადგებათ საჭრელი დაფების დეზინფექციაში. შეასხურეთ დაფას ხსნარი, გააჩერეთ 5 წუთით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებითა და ცხელი წყლით გარეცხეთ.
მაცივრის დეზინფექცია
თუ მაცივარში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, კარგად გამოასუფთავეთ და შეასხურეთ შიგ წყალბადის ზეჟანგი. რამდენიმე წუთში უასიამოვნო სუნი გაქრება. შემდეგ მაცივარი ტილოთი გამოწმინდეთ.
მათეთრებელი საშუალება
ქსოვილის გასათეთრებლად, დაუმატეთ ერთი ფინჯანი წყალბადის ზეჟანგი წყალს, რომელშიც თეთრეული გაქვთ ჩალბობილი, გააჩერეთ 20-30 წუთით და შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ.
სოფიო ბულაური