2. საკეთილდღეოდ მოქმედებს ქალის მესნტრუაციაზე. ამ სასმელში შემცველი რკინა განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. როიბუშის ჩაი რეკომენდებულია ასევე ფეხმძიმე ქალებისთვის, სპოტსმენებისა და მათთვის, ვინც ანემიით იტანჯება.
3. გამოიყენება კანის გასაჯანსაღებლად. როიბუში ანტიბაქტერიული საშუალებაცაა, ამიტომ არა მარტო კანის სხვადასხვა დაავადებებისთვის, კომპრესების სახით გამოიყენება, არამედ სახის დაბანისა და წმენდის სახითაც.
4. შესანიშნავად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. გამუდმებით სტრესულ სიტუაციაში ყოფნა, ქალებთან ერთად, მამაკაცებშიც, სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
როიბუში კურნავს: უძილობას, თავისტკივილს,დეპრესიას, გაღიზიანებას.
როიბუში მზადდება, როგორც ჩვეულებრივი ჩაი,
ჩაი როიბუშის უნივერსალურობა შემდეგში მდგომარეობს
შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ამასთან მისი თვისებები სხვადასხვაგვარად გამოვლინდება:
დილით - ენერგიასა და თავდაჯერებულობას გმატებთ;
დღისით - აღადგენს ძალებს და აუმჯობესებს განწყობას;
საღამოს - მძიმე დღის ბოლოს, დაგამშვიდებთ, სტრესისა და უძილობისგან გაგანთავისუფლებთ, რადგან არ შეიცავს კოფეინს.
როიბუშის სასარგებლო თვისებები:
- კურნავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, არეგულირებს არტერიულ წნევას.
- ხელს უშლის სიმსივნურ წარმონაქმნებს.
- მოგიწესრიგებთ მომნელებელ სისტემას.
- შესანიშნავია, პირის ღრუს ჰიგიენისთვის, კარგია კარიერის პროფილაქტიკისთვის.
- როიბუშს ალევინებენ ბავშებს, ძილის მოსაწესრიგებლად და ბავშვების ალერგიის მოსახსნელად.
- ზედა სასუნთქი სისტემის პრობლემების დროს, ამოსახველებლად იყენებენ.
- როიბუში მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ვიდრე მწვანე ჩაი. მისი არომატული და ტკიბლი გემო კი, შაქარზე უარს გათქმევინებთ, რაც თქვენს
ფიგურაზე აისახება.
ლეა ხიმშიაშვილი