03 ივნისი, 2016
შამბალილა - საოცარი მცენარე, რომელიც ქალებს მკერდს უდიდებს, მამაკაცებს კი საუკეთესო პარტნიორებად აქცევს
შამბალილას, იმავე ულბოს თესლი დღეს ადვილი ხელმისაწვდომია. ის მდიდარია ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით.

შამბალილას თესლს იყენებენ ფილტვების, სასუნთქი გზებისა და ყელის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. შამბალილას თესლი, ასევე, ასტიმულირებს თირკმლებისა და ფილტვების მუშაობას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. იყენებენ, აგრეთვე, ალერგიისა და ციებ-ცხელების სამკურნალოდ.

შამბალილას თესლი და მკერდი

მართალია, არარეალურად ჟღერს, მაგრამ შამბალილას თესლს მართლა შეუძლია მკერდის გადიდება. საქმე ის არის, რომ თესლი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს - ფიტოესტროგენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მკერდის
ზრდაზე. ამ თელის გამოყენება ორი გზით შეგიძლიათ - მასაჟი და ჩაი.

მასაჟი

შამბალილას თესლი მთელი ღამით ჩაალბეთ წყალში, დილით კი ამ ნაყენით მკერდი დაიზილეთ.

ჩაი

მომცრო ჭურჭელში ჩაასხით 200 მილილიტრი ცივი წყალი და დაუმატეთ 2 სადილის კოვზი შამბალილას თესლი. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. გააჩერეთ 20 წუთით, რომ გაგრილდეს, გადაწურეთ და სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონი და თაფლი.
დღეში 2 ფინჯანზე მეტი არ დალიოთ.

ბუნებრივი ვიაგრა მამკაცებისთვის

შამბალილას თესლი შეიცავს დიოსგენინს, ნივთირებას, რომელსაც ვიაგრის მოქმედება აქვს. შამბალილას თესლის აფროდიზიაკური თვისებები გამოკვლევებმაც დაადასტურა.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
შორე
შამბალილა, ულბო Rus. шамбала, треуголка, финигрекова трава L. Trigonella foenum-graecum L.
10:28 / 14-11-2016
გამოხმაურება / 0 /
გულა
ხომ ვერ გვეტყვით ინგლისურად რა ჰქვია?
17:23 / 06-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS