02 ივნისი, 2016
გაწუხებთ უძილობა, მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ და თმა გცვივათ? - აი, რა გამოტოვეთ
უძილობა და დაღლილობა შეიძლება თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემით იყოს გამოწვეული. თირკმელზედა ჯირკვალი, როგორც იცით, სტრესის ჰორმონს გამოიმუშავებს.

დაღლილობა, შეთხელებული თმა, მტვრევადი ფრჩხილები და მომატებული წონა - სავარაუდოდ, თქვენ ფარისებრი ჯირკვლის პრობლებმა უნდა გაწუხებდეთ.

ამ სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს და თუ ვარაუდი დადასტურდა, შეგიძლიათ ეს მარტივი ხალხური რეცეპტი დაიხმაროთ:

კარგად დააქუცმაცეთ ბრაზილიური კაკალი და ოხრახუშის ფოთლები, დაუმატეთ ქიშმიში, თაფლი და ცოტა გახეხილი კოჭა. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.

მიღებული მასა უნდა მიირთვათ ორი სადილის კოვზი -
ყოველ დილით და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მდიდარია ვიტამინებითა და ნივთიერებებით, რომლებიც დაგეხმარებათ ორგანიზმში საერთო ბალანსის მოწესრიგებაში.

ამ რეცეპტის გამოყენებით თქვენ მოიშორებთ ფრჩხილების მტვრევის პრობლემას, თმაც უფრო მაგარი და ჯანსაღი გახდება და თუ ცოტა მოიმატეთ ან გახდით, მალე ყველაფერი ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS